„ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო... თან მინდა, წავიდეს და თავისი ვაჟკაცური სულისკვეთება გამოხატოს, თან მეშინია“ - თიკა მახალდიანის მეუღლე უკრაინაში საბრძოლველად მიდის - Marao

„ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო... თან მინდა, წავიდეს და თავისი ვაჟკაცური სულისკვეთება გამოხატოს, თან მეშინია“ - თიკა მახალდიანის მეუღლე უკრაინაში საბრძოლველად მიდის

2022-03-09 14:23:07+04:00


მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში წასვლისა და დაობლებული ბავშვების აყვანის სურვილი არაერთმა ცნობილმა სახემ გამოთქვა, როგორც ჩანს, უკრაინა კანონით კრძალავს ბავშვების სხვა ქვეყანაში გაშვილებას. ამ ფაქტს მომღერალი თიკა მახალდიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველანაირად შეეცდება უკრაინელი ბავშვი იშვილოს.

„ვერ მივიღე ზუსტი ინფორმაცია, რამდენად შესაძლებელია უკრაინელი ობოლი ბავშვების შვილად აყვანა. ან არ მპასუხობენ, ან ინფორმაცია არ აქვთ. ყოველ შემთხვევაში, თუ იქნება ამის რეალური შესაძლებლობა, მე მზად ვარ...“ - განაცხადა თიკამ ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუს დროს.

ამას გარდა, თიკამ აღნიშნა, რომ უკრაინაში წასვლას მისი მეუღლეც აპირებს, რომელიც წარსულში პოლიციელი იყო და ომში ჩართვის შესახებ განაცხადი უკვე გააკეთა. მისივე თქმით, ეს საკითხი მასზე დამოკიდებული არ არის, რადგან მის ქმარს წასვლა უკვე გადაწყვეტილი აქვს და შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს.

„თან მინდა, წავიდეს და თავისი ვაჟკაცური სულისკვეთება გამოხატოს, თან მეშინია.“ - ამბობს მომღერალი.