ტელეწამყვანი ანი გიუნტერი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ის უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებაც ხშირად წერს. ცოტა ხნის წინ კი მან გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ამბობდა, რომ რადგან ქერაა, მას ხშირად რუსად აღიქვამენ: „გამარჯობა! გთხოვთ, დამეხმაროთ მე და ჩემს ქერა და ცისფერთვალება შვილს ცნობადობის ამაღლებაში, რათა ქუჩაში ქვები არ გვესროლონ. ყველა ქერა რუსი არაა“ - დაწერა ანი გიუნტერმა. ამის შესახებ კომენტარი მას ambebi.ge-მ სთხოვა.
"ჩემი პოსტი იმის გამოხმაურება იყო, რაც ჩემმა მეგობარმა დაწერა, რომ ჭავჭავაძეზე ქერა გოგოს ქვა ესროლეს. ეს ყოველთვის პრობლემური იყო. მე ახლა ჩემს დეიდაშვილთან ვარ სტუმრად და გუშინაც ვსაუბრობდით ამ თემაზე, რომ ღიად დასცინოდნენ მასწავლებლები სკოლაში, თუ სახლში რამე დარჩებოდა ან თმა გაეწეწებოდა, აძახებდნენ, რუსის გაზრდილი რა იქნებაო. ამ დროს, სუფთა სისხლის უკრაინელია დედით და მამით ქართველია. ან მაშინ ვინ არჩევდა რუსსა და უკრაინელს. სულ რომ რუსი იყოს, როგორ შეიძლება ბავშვზე ასეთი რამე თქვა.
ჩვენ ყველა რუსებად მოვიაზრებოდით, ვინც რუსულენოვანები ან არაქართული გარეგნობის ვიყავით. ხშირად მეც გამიგია, რომ ჩემზე უთქვამთ, ეს რუსია და თავი განცალკევებულად მიგრძვნია. ძალიან სასტიკები არიან ბავშვები.
ჩემი მშობლიური ენა რუსულია და სულ არ მრცხვენია ამის. რუსული სკოლა მაქვს დამთავრებული, ეს ენა ჩემთვის იარაღია. ნუ ჰგონიათ, რომ უკრაინელები ჩემთან პირად საუბარში ერიდებიან რუსულად მოწერას.
მე ჩემი რუსული ამ ომის დროს ბევრჯერ გამოვიყენე. ბევრ კომპანიას დავეხმარე თარგმნაში. საპროტესტო წერილების მიწერა რომ უნდოდათ, იქ გიუნტერის რუსული გამოადგათ. ეს ხომ იარაღია, მტრის ენაც უნდა იცოდე.
სულ რომ მაწამონ, რუსულად ხმას არ ამოვიღებ, როცა ამის საჭიროება იქნება, მაგრამ ისე შეიძლება სულ ეს რუსული გამოგადგეს ზოგიერთ მომენტში. დედაჩემი უკრაინელია და უკრაინელები რუსულად მელაპარაკებიან, არანაირი პრობლემა არ აქვთ.
- ხშირად გაგვიგია, რომ ბავშვებზეც ამბობენ, ჩემმა შვილმა არ იცის რუსული, ასე გადაწყვიტა...
- ჩემი მშობლიური ენა არის რუსული, რუსულად დავიწყე ლაპარაკი. უკრაინელ დედაჩემს ნათარგმნი აქვს ქართულიდან რუსულად „დაბრუნება აფხაზეთში“, იმდენად კარგად ფლობს ამ ენას…გაგრძელება