ჰანდე ერჩელი და ქერემ ბურსინი დღესდღეობით თურქეთის ყველაზე ცნობილი მსახიობები არიან. მას შემდეგ, რაც წყვილმა ურთიერთობაში ყოფნა ოფიციალურად დაადასტურა, მედიაში უამრავი ინფორმაცია ვრცელდებოდა მათი მომავალი ქორწინებისა და გეგმების შესახებ.
წერდნენ, რომ ჰანდე და ქერემი საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადადიოდნენ, შვილის ყოლას აპირებდნენ და ასე შემდეგ.
მაგრამ ბოლო დროის განმავლობაში წყვილი კამერების წინ ერთად თითქმის არ ჩნდებოდა, რის გამოც გულშემატკივრებმა აქტიურად დაიწყეს მათ დაშორებაზე საუბარი.
ჭორები დაშორების შესახებ მსახიობებს ჯერ არ დაუდასტურებიათ, მაგრამ ბოლო დროს მომხდარი მოვლენები ცალსახად ამაზე მიუთითებს.
კერძოდ, ჰანდემ ქერემს სოციალურ ქსელებში გამოწერა გაუუქმა, თუმცა ბურსინი კვლავ მსახიობის გამომწერია.
ამას გარდა, ერჩელმა ქერემთან ერთად გადაღებული ფოტოები წაშალა.
ასევე წაშალა რამდენიმე პოპულარული კომენტარიც ქერემის ფოტოებზე.
წაშალა პოსტიც, სადაც ქერემის მხრიდან მხარდაჭერასა და ცხოვრებაში სწორი პარტნიორის შერჩევაზე ჰქონდა საუბარი.
ადგილობრივი თურქული გამოცემები წერენ, რომ წყვილი დაახლოებით იანვრის დასაწყისში დაშორდა.
ჰანდემ და ქერემმა ურთიერთობა 2021 წლის აპრილში დაადასტურეს, როდესაც ისინი მალდივებზე იმყოფებოდნენ დასასვენებლად.
„ეს სიმართლე ვერ იქნება“, „ყოველ ჯერზე მცდარი ინფორმაცია ვრცელდება“, - წერენ ფანები "ტვიტერზე".
