აირჩიეთ ყვავილი და გაიგეთ ყველაფერი თქვენი ხასიათის შესახებ - Marao

აირჩიეთ ყვავილი და გაიგეთ ყველაფერი თქვენი ხასიათის შესახებ

2022-03-10 11:27:31+04:00


მე-19 საუკუნეში მამაკაცს შეეძლო უსიტყვოდ აეხსნა სიყვარული ქალისთვის, ყვავილებისა და წერილის გამოყენებით, თუმცა წერილის საიდუმლო მნიშვნელობა მხოლოდ მაღალი ფენის წარმომადგენლებისთვის იყო ხელმისაწვდომი. სამწუხაროა, რომ დღეს ყვავილების ენამ დაკარგა აქტუალობა და ფაქტობრივად, გაქრა ყოველდღიური ცხოვრებიდან. გაზაფხულზე, ყვავილობის პერიოდში, როცა სული განსაკუთრებულად ითხოვს ცვლილებებს და სილამაზეს, ეს ტრადიციაც ბრუნდება ხოლმე.

აირჩიეთ ყვავილი, რომელიც მოგწონთ და გაარკვიეთ, როგორი ხართ სინამდვილეში.

დატყვევებული ორქიდეა

იცოდით, რომ ორქიდეები ჩვენთან ჩინეთიდან მოვიდა? ჩინურ იმპერიაში ეს ყვავილები წმინდად ითვლებოდა, შეეძლოთ დაეცვათ ხალხი ბნელი ძალებისგან და განედევნათ ბოროტი სულები. კონფუციმ ორქიდეის სურნელი კარგი მეგობრების სიტყვებს შეადარა და თვლიდა, რომ ორქიდეით ოთახში შესვლა ისეთივე სასიამოვნოა, როგორც კარგ ადამიანებთან შეხვედრა. ორქიდეები მოსწონთ ბრძენ და წინდახედულ გოგონებს, რომლებიც არასოდეს კარგავენ სახეს და იციან, როგორ იპოვონ სწორი გადაწყვეტილებები ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი.

ვნებიანი ვარდი

წითელი ვარდი ითვლება ბაღის ნამდვილ დედოფლად. შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ წითელი ვარდების თაიგული ყურადღების ბანალური ნიშანია, მაგრამ ეს ასე არ არის. წითელი ვარდები სიმბოლოა სიყვარულის და ვნების, არ კარგავს აქტუალობას მრავალი საუკუნის განმავლობაში. წითელი ვარდების მოყვარულები არიან ამბიციური და თავდაჯერებული გოგონები, რომლებმაც ყველაფერი იციან საკუთარ თავზე, სჯერათ სიყვარულის, იციან, როგორ უყვარდეთ და მოითხოვონ სიყვარული.

ამაყი ჰორტენზია

ჰორტენზიას სიმბოლიზმი არც ისე აშკარაა, როგორც წითელი ვარდების ან ლოტოსის, მაგალითად. თუმცა გოგონებს, რომლებსაც ეს ჰაეროვანი, სფეროსებრი ყვავილები მოსწონთ, რთული და ამაყი ხასიათი აქვთ. დასავლეთ ევროპის ტრადიციებში ჰორტენზია ერთდროულად ასოცირდება მიუწვდომელობასთან, განცალკევებასთან და თავშეკავებასთან.

ტანზა

მყიფე ყვითელი ყვავილები, რომლებიც გარეგნულად ბუნდოვნად წააგავს მინდვრის გვირილებს. ექსტრაქტი გამოიყენება მედიცინაში, მაგრამ მიუხედავად უდანაშაულო გარეგნობისა, მცენარის ყვავილების უკონტროლო გამოყენება შეიძლება ტოქსიკური იყოს. თაიგული ტანზით შეიძლება აჩუქოთ ძლიერი ნებისყოფის მქონე გოგონას, რომელიც არ ცვლის თავის პრინციპებს და აღწევს მიზნებს. მიუხედავად მკაცრი ხასიათისა, გულით რომანტიკოსია, რომელმაც იცის, როგორ იოცნებოს.