„გული მტკივა... ვლოცულობ და ჩემს სიყვარულს ვუგზავნი უკრაინელებს“ - რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა უკრაინისთვის შემოწირულობას აგროვებს - Marao

„გული მტკივა... ვლოცულობ და ჩემს სიყვარულს ვუგზავნი უკრაინელებს“ - რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა უკრაინისთვის შემოწირულობას აგროვებს

2022-03-10 17:36:14+04:00


ცნობილი რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა სოციალურ ქსელში უკრაინის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ის შემოწირულობას აგროვებს დაზარალებული ოჯახებისთვის:

„რაც უფრო მეტი დღე გადის, მით უფრო მტკივა გული და ღრმა მწუხარება მიპყრობს, როცა კრიზისის მსხვერპლი ოჯახების ფოტოებს ვხედავ და მათ ისტორიებს ვისმენ. მე შემოწირულობას ვიღებ Save the Children-ის ფონდისთვის.

ეს ორგანიზაცია დაუღალავად მუშაობს დაზარალებულთათვის საკვების, წყლისა და პირველადი დახმარების მისაწოდებლად. გთხოვთ, შემომიერთდით და თქვენც გაიღეთ შემოწირულობა. მშვიდობისთვის ვლოცულობ და ჩემს სიყვარულს და მხარდაჭერას ვუგზავნი ყველა დაზარალებულს", - წერს შარაპოვა.

მარია შარაპოვას მოგებული აქვს 5 დიდი სლემის ტურნირი – 2 საფრანგეთის ღია პირველობა, 1 ავსტრალიის ღია პირველობა, 1 უიმბლდონი და 1 აშშ-ის ღია პირველობა.