„ბევრი რუსი მეგობარი მყავს, რომლებიც დამიკავშირდნენ და მეუბნებიან, რომ მამა ან ბებია ჰყავთ ქართველი და სურთ საქართველოს მოქალაქეობა“ - თამარ ივერი - Marao

„ბევრი რუსი მეგობარი მყავს, რომლებიც დამიკავშირდნენ და მეუბნებიან, რომ მამა ან ბებია ჰყავთ ქართველი და სურთ საქართველოს მოქალაქეობა“ - თამარ ივერი

2022-03-11 10:39:19+04:00


მუსიკოსმა თამარ ივერმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მსოფლიოს ტრაგედიაა:

„რა შემიძლია გითხრათ, მე, როგორც ხელოვანმა, ჩემთვის ეს არის უზარმაზარი შოკი... თითქოს გადავლახეთ ეს პანდემია, თითოს მოვინდომეთ რაღაც ფესტივალების გაკეთება და უცებ მეხის გავარდნასავით იყო ეს ამბავი. ეს ძალიან დიდი საფრთხეა ჩვენთვის, უკრაინისთვის კი დიდი ტრაგედია. უამრავი კოლეგა და მეგობარი მყავს, თუნდაც რუსი, რომლებიც ამას განიცდიან. ამ ერთმა ადამიანმა, სახელიც არ მინდა დავასახელო მისი, ფიურერმა, უინტელექტუალურესი ერი შეაძულა მთელ მსოფლიოს. ჩემი რუსი კოლეგებიც ძალიან დაზარალდნენ, რომლებსაც გამოსვლები ჰქონდათ დაგეგმილი. უბრალო ხელოვან ხალხს, რომლებსაც რუსული გვარი აქვთ, ყველაფერი უუქმდებათ. ბევრი მათგანი დამიკავშირდა და მეუბნებიან, რომ ბებია ჰყავთ ქართველი, მამა ჰყავთ ქართველი და სურთ საქართველოს მოქალაქეობა... სურთ თავი დააღწიონ ამ საგიჟეთს. ხალხია ცოდო. ეს არის საუკუნის ტრაგედია“ - ამბობს თამარ ივერი.