სულ ცოტა ხნის წინ რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 8 მარტისადმი მიძღვნილ კონცერტზე რუს ვარსკვლავებთან ერთად ქართველი მომღერლებიც გამოვიდოდნენ. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ქეთა თოფურია და თამარ ივერი ღონისძიებაში არ მონაწილეობდნენ, სოსო პავლიაშვილმა და დიანა ღურწკაიამ კი კონცერტზე იმღერეს.
6 მარტს „კრემლის სასახლეში“ გამართული კონცერტი ტელეარხმა „ენ-ტე-ვემ“ 8 მარტის დილის ეთერში გადასცა. ვიდეო დღეს არხის ვებგვერდსა და Yotubes არხზეა ხელმისაწვდომი. კონცერტზე პუტინის მხარდამჭერი ვარსკვლავების ცვენა იყო. მათ შორის, ლევ ლეშენკო, ოლეგ გაზმანოვი, ლარისა დოლინა, შურა, ალექსანდრ ბუინოვი, იგორ ნიკოლაევი და სხვები…
იხილეთ ვიდეო