არის გარკვეული რაღაცები, რაც ყველა ქალმა უნდა ისწავლოს, ადრე თუ გვიან, ამ ყველაფრის ცოდნა აუცილებელია, რომ მიაღწიონ წარმატებას და გაიზარდონ.
ქალი არის ძალიან, ძალიან ღირებული
არასოდეს მისცეთ უფლება ვინმეს გითხრათ, რომ თქვენ ვერაფერს გააკეთებთ. არასოდეს გაამართლოთ სხვისი მოლოდინები თქვენს მიმართ - ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია, თქვენი მოლოდინებია. ეს თქვენი საკუთარი ცხოვრებაა, ასე რომ თქვენ უნდა გაიაროთ მეტი და მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ. არ მოუსმინოთ სხვა ადამიანებს მაშინ, როდესაც ისინი არ გაფასებენ თქვენ, რადგან სინამდვილეში რა იციან მათ? გააცნობიერე შენი ღირებულება და არასოდეს დაკმაყოფილდე ნაკლებზე.
კაცს ისეთი არაფერი შეუძლია, რაც ქალს არ შეუძლია
როცა ქალი იზრდება, მას ყოველთვის ესმის რომ არის საკითხები, რომლის შესრულებაც ქალებს არ შეუძლიათ, მაგრამ, სინამდვილეში მთელი ეს მოსაზრება სიცრუეა. შეიძლება ქალმა იბრძოლოს, ომში წავიდეს, სიმძიმე აწიოს, თუმცა თავს შეშინებულად და უსუსურად არ უნდა გრძნობდეს, როდესაც გვერდით კაცი არ ჰყავს.
სამყაროში ზუსტად შენნაირი არავინაა
სამყაროში, სადაც კონკურენციას უწევთ ამდენ ნიჭიერ და ჭკვიან ადამიანს, უნდა გახსოვდეთ რომ თქვენი მსგავსი არავინაა და ზუსტად ეს არის თქვენი უპირატესობა. ყველა ადამიანი უნიკალურია, ვერავინ გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც შენ შეგიძლია, ამიტომ ყველა ქალი უნდა აცნობიერებდეს, როგორი განსაკუთრებულია სინამდვილეში.
თქვენ არ ირჩევთ იყოთ ფემინისტი, ფემინიზმი გირჩევთ თქვენ
ფემინიზმის გაგება ბოლო დროს ისე ჩამოყალიბდა, თითქოს ფემინისტები მხოლოდ ქალები იყვნენ, რომლებსაც სძულთ კაცები, სინამდვილეში, ქალებს ყოველთვის უწევთ ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის, ისევე როგორც კაცები აკეთებენ ამას. ფემინიზმი კაცის როლის უგულებელყოფა არ არის და ყველა ადამიანი, ქალიც და კაციც, გულის სიღრმეში ფემინისტი უნდა იყოს.
დაკარგვა აუცილებელია წინსვლისთვის
მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება არ იყოს ისეთი გაკვეთილი, რომლის სწავლაც გვიხარია, ის ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. რაც არ უნდა გვითხრას გულმა, არის რაღაცეები, რომლებსაც უნდა დავემშვიდობოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვერასდროს მივესალმებით მომავალს, რომელიც გველოდება.