"ახლა ვხედავ, რომ მისი გარემოცვიდან რამდენიმე ადამიანია შეკრებილი და უწყობენ ტერორს... დარტყმა უნდა მიაყენონ სასიკვდილო" - ლელა კაკულია ვლადიმერ პუტინზე - Marao

"ახლა ვხედავ, რომ მისი გარემოცვიდან რამდენიმე ადამიანია შეკრებილი და უწყობენ ტერორს... დარტყმა უნდა მიაყენონ სასიკვდილო" - ლელა კაკულია ვლადიმერ პუტინზე

2022-03-12 23:23:43+04:00


მედიაში ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება, სადაც ის ვლადიმერ პუტინის შესახებ საუბრობს: "რუსეთი ცარიელდება, ხალხი გარბის. პუტინმა წააგო, ფაქტობრივად, მას მთელი მსოფლიო დაუპირისპირდა. თვითონ პუტინის გარემოცვა იშლება. პუტინზე გაბრაზებულები არიან მილიონერები, რომ ასეთ სიტუაციაში ჩაყარა. კრემლს აღარაფერი უშველის. ნიურნბერგის პროცესს გაუმართავენ პუტინს. საშიშია, რომ მას ხელი მიუწვდება ატომურ ბომბზე, უნდა მისი აფეთქება, მაგრამ ვერ ააფეტქებს, გამორიცხულია. მას თავისივე გარემოცვაში ისე უპირისპირდებიან, რომ მოკვლასაც მოინდომებენ, მე პუტინში დავინახე ის ავადმყოფობა, რასაც სიკვდილი მოჰყვება აუცილებლად. ახლაც ვხედავ, რომ მის გარემოცვაში რამდენიმე ადამიანია შეკრებილი და უწყობენ სასიკვდილო ტერორს. ნუ გეშინიათ, საქართველო შევა NATO-ში, ეყოლება კოალიციური მთავრობა, ახალგაზრდები ჯგუფი, რომელიც, თითქის, უფლისგანაა გამოგზავნილი" - თქვა ლელა კაკულიამ.

იხილეთ ვიდეო