„მე თითქმის არასდროს ვიბან სახეს“ - მოულოდნელად აღიარა ერთ-ერთმა ყველაზე ლამაზმა ვარსკვლავმა.
BBC-ის ახალ პოდკასტში მიშელ ვიზაჟთან სტუმრობისას, ჰოლივუდის ვარსკვლავი კამერონ დიასი საუბრობს თავის ცხოვრებასა და სილამაზის ჩვევებზე. ერთ-ერთმა უცნაურმა ჩვევამ კი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.
კამერონ დიასი მალე 50 წლის გახდება, მაგრამ კოსმეტიკას თითქმის არასდროს იყენებს. „მე, ფაქტობრივად, სახის მოვლისთვის არაფერს ვაკეთებ, სახის დაბანაც კი არ მიყვარს... საუკეთესო ვარიანტში, სახეს მხოლოდ ორჯერ ვიბან... ვფიქრობ, რომ აბაზანა არ არის ადგილი, სადაც ახლა მსურს, ჩემი დრო და ენერგია დავხარჯო“ - თქვა მსახიობმა და ამ პასუხით მაყურებელი ნამდვილად გააოცა.
„ძალიან რთულია, არ იფიქრო საკუთარ გარეგნობაზე, სილამაზის სტანდარტებზე, არ შეედარო სხვებს და არ იფიქრო, რომ გარეგნობა მნიშვნელოვანია...“ - თქვა მან, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ ცხოვრებაში ბევრად მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს, მაგალითად, ჩვენი შინაგანი მდგომარეობა, ენერგია და სხეული.