სულ ცოტა ხნის წინ მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ოპრა უინფრის შოუში იმყოფებოდნენ, სადაც არაერთი სკანდალური განცხადება გააკეთეს. მარტის დასაწყისში კი ცნობილი გახდა, რომ ჰერცოგინიას დედინაცვალი დაზე გაკეთებული კომენტარის გამო სასამართლოში უჩივის.
TMZ-ის ცნობით, სამანტა მარკლი მეგანს ცილისწამებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ყველაფერი, რაც მან პრინც ჰარისთან ერთად უთხრა ოპრას, აბსოლუტური ტყუილია. სამანტა დარწმუნებულია, რომ მეგანი "მსხვერპლის სტატუსის" გასაძლიერებლად იტყუება.
მამამისმაც გადაწყვიტა მეგანის წინააღმდეგ აზრი გამოეთქვა. ერთი დღით ადრე გაირკვა, რომ თომას მარკლი მზადაა სასამართლოში ჩვენება მისცეს. „ნამდვილად ბედნიერი ვიქნები. უკვე ოთხი წელია ვცდილობ მეგანი სასამართლოში პირისპირ ვნახო. გარდა ამისა, მსურს დავიცვა ჩემი უფროსი ქალიშვილი”, - თქვა სასექსის ჰერცოგინიას მამამ.
სხვათა შორის, მეგან მარკლმა მამასთან ურთიერთობა პრინც ჰარისთან ქორწილამდე შეწყვიტა. ის ასევე არ ინარჩუნებს კავშირს თავის დასთან.