რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ია ფარულავამ "რუსთავი 2" დატოვა. ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც თქვა, რომ გადაცემა „ფარული კონვერტის“ მომდევნო ოთხი სერია უკვე ჩაწერილია და გავა "რუსთავი 2"-ის ეთერში, ხოლო თავად ტელევიზია დატოვა.
როგორც ჩანს, ახალ სეზონს ფარულავა "ფორმულას" ეთერში დაიწყებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაპოსტა.
„დღეიდან მე გავხდი ტელეკომპანია ფორმულას თანამშრომელი. დანარჩენი ნიკა არაბიძესთან 17 მარტს.“ - წერს ია.
