მომღერალი ნუცა ბუზალაძე საკუთარი დაბადების დღისთვის დუბაიში გაემგზავრა. დუბაიმდე ნუცამ რამდენიმე თვე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარა. ნუცას ბენდთან ერთად დუბაიში კონცერტიც ჰქონდა და ხალხს განახლებული გარდერობის ფოტოებიც რამდენჯერმე გაუზიარა.
„ის არ უყურებს და ოცნებობს, ის მუშაობს და ლოცულობს“ - დაწერა მომღერალმა სოციალურ ქსელში, დუბაის სასტუმროდან გამოქვეყნებულ ფოტოებზე.
„წარმატების საიდუმლო მუშაობაში, მცდელობებსა და ლოცვაშია“ - წერენ ნუცას ქართველი და უცხოელი გულშემატკივრები.
