„როგორ ერთობა სანი“ - აჩიკო სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე უსაყვარლესი სანის ვიდეოებს აქვეყნებენ - Marao

„როგორ ერთობა სანი“ - აჩიკო სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე უსაყვარლესი სანის ვიდეოებს აქვეყნებენ

2022-03-15 13:00:04+04:00

ნუცა ქავთარაძესა და აჩიკო სოლოღაშვილს პირველი შვილი რვაწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, 2021 წლის პირველ მარტს შეეძინათ. სანის დაბადება ოჯახისთვის ძალიან დიდი სიხარული იყო. სანიმ მათი ცხოვრება ამოატრიალა. ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში აჩიკო ამბობდა, რომ მეუღლეს შვილის გაზრდაში ძალიან ეხმარებოდა: “თავიდან არ გვინდოდა შვილი ბევრი წელი. ძალიან დატვირთულები ვიყავით მეც, ნუცაც... როცა ერთმანეთს ვხედავდით, ისე იყო, რომ მოდი, რა გვეჩქარება, ერთმანეთით დავტკბეთ. ახლა მებანალურება ყველა სიტყვა, მაგრამ ასე იყო. შემდეგ, როცა მივხვდით, რომ შემდეგი ეტაპის ჯერი მოვიდა ცხოვრებაში, თუმცა იყო პატარა პრობლემები, რომლებსაც დასჭირდა გარკვეული დრო და შემდეგ ამ ბიჭმა გამოანათა ჩვენს ცხოვრებაში” - ამბობდა აჩიკო სოლოღაშვილი.

ახლა, მშობლების მსგავსად, პატარა სანიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას სოციალურ ქსელში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. მისი ფოტოები და ვიდეოები კი ყოველთვის დადებით შეფასებასა და თბილ კომენტარებს იმსახურებს.