6 შვილის დედა, უკრაინელი ოლგა სემიდიანოვა, ფრონტის ხაზზე მოკლეს. მან მაშინაც კი არ თქვა უარი სამშობლოს დაცვაზე, როდესაც იცოდა, შეიძლებოდა მისი ბატალიონი სრულად გაენადგურებინათ რუსებს.
ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც გარდაცვლილ ქალს გმირად მოიხსენიებენ. "დიდება გმირებს! ეს არის სამშობლოს სიყვარული, თავდადება" - წერენ კომენტარებში.
