გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, სადაც საუბარი აქვს ორ ნივთზე, რომლებმაც გადაარჩინა ცივილიზაცია და პირველყოფილ ადამიანებს სიცოცხლის გაგრძელების საშუალება მისცა.
“ჩემი ექსკლუზივია. არ ვასაჯაროებ, რომელ ქვაზეა საუბარი და რომელ ხის ტოტზე.
თუ ვინმე იტყვის, რომ მე ვასწავლე, არ დაიჯეროთ.
დედამიწაზე არსებობს ორი მისტიკური ნივთი, რომლებიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
ეს ორი ნივთი არის საწყისი ჩვენი ცხოვრებისა, სიცოცხლისა და გადარჩენისა. ამ ორმა ნივთმა მოგვცა სიცოცხლის უნარი. რომ არა ეს ორი ნივთი, საწყისი ცივილიზაციისა, დედამიწაზე სიცოცხლე არ გაგრძელდებოდა.
რა თქმა უნდა, ყველაფერი პირველ ადამიანებში ღვთის ნებითა და შთაგონებით მოხდა.
ადამიანმა აიღო ქვა და მისგან იარაღი გააკეთა. ასევე გამოიყენა კაჟის ქვა.
შემდეგ ადამიანმა აიღო ხის ტოტი და სწრაფი მოძრაობით გააჩინა ცეცხლი.
ანუ, ქვა და ხე, რომლებითაც ადამიანს მიეცა არსებობის საშუალება.
ქვა და ხე, ეს ორი ნივთი, რომელთა სწორად გამოყენებამ საფუძველი ჩაუყარა ყველაფერს.
ქვა და ხე, თილისმა, რომლებსაც შეუძლია შეცვალოს შენი ცხოვრება.“ - წერს ტელეწამყვანი.
