„გახსოვთ გამონათქვამი: „ყოველი წარმატებული მამაკაცის უკან ძლიერი ქალი დგას?“ საკულტო ფილმ „ლამაზმანისთვის“ (Pretty Woman) ტანსაცმლის არჩევისას, ამ დასკვნის გამოტანა არ გაგვიჭირდება: „ყოველი წარმატებული მამაკაცის უკან ძლიერი ქალი დგას“ და ეს ეხება არა მხოლოდ მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობ ჯულია რობერტს, არამედ კოსტიუმების მთავარ დიზაინერს - მერლინ ვენსს. სწორედ მან აქცია „ლამაზმანი“ 1980-იანი წლების ბოლოს „მოდის ბიბლიად“. გასათვალისწინებელია, რომ თანამედროვე დიზაინერები დღემდე ურცხვად ცდილობენ გაიმეორონ ვივიენის თითოეული ლუქი, გარდა შანელის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის და ჰალსტუხისა, რომელსაც ვივიენი ატარებს, რათა მიესალმოს ედუარდს, როდესაც ის სამსახურის შემდგომ სასტუმროში ბრუნდება.
ვენსმა და მისმა გუნდმა თითოეული ლუქი შექმნეს დამოუკიდებლად, იმდროინდელი პატივცემული დიზაინერებისგან სესხების გარეშე, და დამსახურებულად დაიკავეს/მიიღეს „ოსკარის“ ნომინაცია. აქედან გამომდინარე, უპასუხეთ კითხვას - „რომელია თქვენი საყვარელი კაბა ფილმიდან „ლამაზმანი“? - „ეს იცით, რას ჰგავს? მკითხოთ, რომელი შვილი მიყვარს ყველაზე მეტად“, თუმცა მერლინისთვის განსაკუთრებული წითელი კაბაა, რომელსაც ვივიენი ატარებს ოპერაში, რადგან მისი დიზაინი თავად მოიფიქრა“. იცით, რა არის პარადოქსი? ეს კაბა წითელი არ უნდა ყოფილიყო! - იხსენებს ლეგენდარული კოსტიუმების დიზაინერი.
სტუდიამ მთხოვა, შემექმნა შავი ფერის კაბა, მაგრამ მე მაშინვე მივხვდი, რომ კაბა წითელი უნდა ყოფილიყო და არა სხვა ფერის. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეგვექმნა სამი სხვადასხვა ტონის მოდელი. საწყალი ჯულია რობერტსი მორჩილად იჯდა რამდენიმე საათის განმავლობაში, იცვამდა და ირგებდა სიტუაციურ როლებს, რათა ჩვენ შეგვერჩია შესაბამისი ერთი ფერი კონკრეტული სამოსისთვის. საბოლოოდ, მე შევძელი სწორი არჩევანის გაკეთება და მთელი გუნდის დარწმუნება ჩემი მიმართულებით წამოსულიყო“. კიდევ ვინმეს ეპარება ეჭვი ვენსის პროფესიონალურ ინტუიციასთან დაკავშირებით? ან კიდევ არის ვინმე, ვისაც პროფესიონალ ვენსის ინტუიციაში ეჭვი ეპარება?
მოამზადა კესო კვარაცხელიამ
<div></div>