მოცეკვავე რატი გაჩეჩილაძეს უკრაინელი მეუღლე ჰყავს, რომელიც მთელი ოჯახით უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება. საომარი მოქმედებების გამო კარინამ და მისმა ოჯახმა კიევი დატოვეს, თუმცა ქვეყნის დატოვებას არ აპირებენ.
გაჩეჩილაძის თქმით, კარინა მებრძოლი ქალია, რომელიც სამშობლოს არ უღალატებს და თუ საჭირო გახდება, მეუღლის გვერდით თავადაც აუცილებლად იბრძოლებს.
„კარინას უთქვამს, ავიღებ იარაღსო და ვიცი, რომ ამის გამკეთებელიც არის. ღმერთმა ნუ ქნას და თუ ამის აუცილებლობა დადგა, მეც გავყვები ომში გვერდით. ჩვენში მებრძოლი სული ძლიერია“ - ამბობს რატი.
