რიანას 2,3-მილიონდოლარიანი მანქანების კოლექციას ახალი, 1-მილიონდოლარიანი Mercedes SLR McLaren და 330 000-დოლარიანი Lamborghini Aventador შეემატა.
რიანა 16 წლის ასაკიდან ცდილობს მუსიკის ინდუსტრიაში თავის დამკვიდრებას. მას შემდეგ, რაც 2006 წლის 13 მაისს მისმა სიმღერამ მსოფლიოს მუსიკის ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა, იგი პუბლიკის თვალთახედვიდან აღარ გამქრალა.
მომღერალმა მას შემდეგ ცხრა მანქანა შეიძინა, რომლებიც ჯამში 2,3 მილიონი დოლარის ღირებულებისაა.
2012 წელს რიანამ საჩუქრად 160,000-დოლარიანი Porsche 911 Turbo S მიიღო და როგორც თავად ამბობს, დღემდე, ათი წლის შემდეგაც კი, ძალიან სიამოვნებს მასში ჯდომა და მგზავრობა.
Forbes-ის მონაცემებით, რიანას წლიური შემოსავალი 1,7 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მომღერალმა უკვე წლებია მუსიკის ინდუსტრია მიატოვა და საკუთარი მაკიაჟის ბრენდს (Fenty beauty) აწარმოებს.
ამჟამად რიანა ჰიპ-ჰოპ მომღერალ ეისეპ როკისგან ბავშვს ელოდება.
„საუკეთესო რჩევა, რაც ორსულობისას მივიღე, არის ის, რომ რაც შეიძლება ბევრი უნდა ვიძინო ახლა, რადგან ამისთვის ცოტა ხანში დრო აღარ მექნება.“ - თქვა მომღერალმა.
რიანამ ინტერვიუში აღნიშნა, რომ დღეებში, როდესაც საწოლიდან ადგომაც კი უჭირს, fenty beauty ძალიან ეხმარება იმაში, რომ ლამაზად და თავდაჯერებულად იგრძნოს თავი.