თავიდან ბევრმა უარი თქვა მათი ურთიერთობის დაჯერებაზე, მაგრამ ახლა მათ მთელი მსოფლიო უყურებს და ინტერნეტსა და ტაბლოიდების სათაურებში ჰოლივუდის მთავარ წყვილებად არიან დასახელებული.
ოლივია უაილდი და ჰარი სტაილსი
როდესაც გასული წლის დასაწყისში პრესაში გავრცელდა ჭორები ოლივია უაილდისა და ჰარი სტაილსის რომანის შესახებ, ბევრი სკეპტიკოსი იყო: ისინი, სხვა საკითხებთან ერთად, საუბრობდნენ მათ ცხრაწლიან ასაკობრივ სხვაობაზე. უკვე იანვარში, როდესაც პრესაში გამოჩნდა ოლივიას და ჰარის ხელჩაკიდებული ფოტოები, ეჭვი აღარავის ეპარებოდა, რომ ისინი ერთად იყვნენ.
ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი
გასულ გაზაფხულზე ჯეილომ გააუქმა ნიშნობა ალექს როდრიგესთან და გაემგზავრა დასასვენებლად. 2000-იანი წლების დასაწყისში მთელი ყურადღება ამ ორზე იყო მიპყრობილი და ხმამაღალ განშორებას მოჰყვა უამრავი წარუმატებელი რომანი, თუმცა ჯენიფერის და ბენის თავიდან დაწყებულმა ურთიერთობამ გულშემატკივრების დიდი სიხარული გამოიწვია.
რიანა და A$AP Rocky
ჰიპ-ჰოპის დედოფალი ახლა თავისი პარტნიორისგან შვილს ელოდება. რიანა უკვე წლებია ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში აქტიურად ხვდება. მისი გემოვნების, სტილისა და ხასიათის გამო მომღერალი ამერიკელების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სელებრითია.
მეგან ფოქსი და კელი
ამ წყვილზე წლების განმავლობაში იწერებოდა, რომ მათი ურთიერთობა დაშორებისთვის იყო განწირული, თუმცა რამდენიმე თვის წინ კელიმ მეგანს ცოლობა სთხოვა და ახლა ჰარმონიულ ურთიერთობაში ცხოვრობენ.
ზენდეია და ტომ ჰოლანდი
სპაიდერმენის ახალი ნაწილის ეკრანიზაციის შემდეგ, სადაც ზენდეია მერი-ჯეინის როლს ასრულებს, ხოლო ტომი - პიტერ პარკერის, წყვილის გულშემატკივრების რაოდენობა სინათლის სისწრაფით გაიზარდა. ტომი და ზენდეია საცხოვრებლად ერთადაც გადავიდნენ და ურთიერთობის დეტალებს ხშირად უზიარებენ გამომწერებს.
„თუ ეს ორი დაშორდება, დავიჯერებ, რომ სიყვარული არ არსებობს“ - ასე ეხმაურებიან სოციალურ ქსელებში მათ ურთიერთობას.
კორტნი კარდაშიანი და ტრევის ბარკერი
კორტნის და ტრევისის ურთიერთობამ გადაფარა მისი დის, კიმ კარდაშიანის გარშემო განვითარებული მოვლენებიც კი. როდესაც კორტნი და ტრევისი ერთად არიან, კიმის რომანი პიტ დევიდსონთან თითქმის აღარავის ახსოვს.