მსახიობი ნათია წიწილაშვილი, რომელიც საზოგადოებამ სერიალ „ჩიფსების თაობიდან“ გაიცნო, წელს მეორედ გახდა დედა. ნათიას მიშო ლეჟავასგან ქალიშვილი, ლივი შეეძინა. რამდენიმე დღის წინ მან გუდაურიდან ლივის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა.
ნათია წიწილაშვილმა პირველად წლების წინ მსახიობ გიორგი კალანდაძეზე იქორწინა, რომელთანაც ერთი ქალიშვილი ჰყავს. 2020 წელს კი მან ცხოვრება არქიტექტორ მიშო ლეჟავას დაუკავშირა.
როგორც თავად თქვა, მიშო პირველი ქორწინების თაფლობის თვეში გაიცნო, მისი და გიორგის ოჯახის დანგრევა კი ასაკისა და გაუაზრებელი ნაბიჯების ბრალი იყო და ახლანდელ ქმარს არ უკავშირდება.