ვერძი
ვერძებო, გილოცავთ, მზე თქვენს ნიშანშია. იყავით მიზანმიმართულები, მომართულები გამარჯვებაზე. სახლისა და სამსახურის საქმეები უნდა შეუთავსოთ ერთმანეთს. გაფრთხილდით, გაურკვევლობებმა არ აგირიოთ თავგზა. კვირის ბოლოსკენ სიტუაცია დასტაბილურდება. საყვარელ ადამიანს წვრილმანების გამო ნუ ეკინკლავებით.
კურო
კოლეგების კამათში ეცადეთ ნეიტრალური პოზიცია შეინარჩუნოთ. მარტოხელებმა შეიძლება ფარული სასიყვარულო ურთიერთობა გააბათ. ზოგადად, ამ კვირაში სიყვარულში უფრო გიმართლებთ, ვიდრე ბიზნესში.
ტყუპი
გათავისუფლდით უსარგებლო და ძველი ნივთებისგან. ნუ დაივიწყებთ დასვენებასაც. მცირე უსიამოვნებას დიდ კონფლიქტში ნუ გადაზრდით; მეტად დაუთმეთ დრო საყვარელ ადამიანს.
კირჩხიბი
საქმიან პარტნიორებთან ერთად, შეთანხმებულად იმოქმედეთ. ზოგიერთმა შეიძლება არაფრისმომცემი ურთიერთობების დასრულება გადაწყვიტოთ, ზოგმა კი ახალი რომანტიკული პარტნიორი გაიჩინოთ.
ლომი
მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება დავა. ახალი სასიყვარულო ურთიერთობა ენერგიით აგავსებთ. დაწყვილებულები მოერიდეთ კამათს მეუღლესთან.
ქალწული
იყავით დაკვირვებული, ორგანიზებული. დაოჯახებულებმა გაახალისეთ ურთიერთობა. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა და რომანტიკული ურთიერთობის დაწყება გელოდებათ.
სასწორი
მიუბრუნდებით ძველ საქმეებს და წარმატებით დაასრულებთ მათ. უსაქმოდ ნუ გაჩერდებით, იყავით მომართული საკუთარი თავის, საქმეების გაუმჯობესებაზე. ემოციურობა მოგემატებათ და მწვავე რეაქციები გექნებათ მცირე შენიშვნებზეც კი.
მორიელი
მოერიდეთ უსიამოვნო სიტუაციებსა და ადამიანებს. იყავით მომართული საკუთარი საქმეების საუკეთესოდ შესრულებაზე. ზომიერება გმართებთ ყველაფერში და პირველ რიგში, მუშაობაში. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. ნურავისთან ისაუბრებთ საკუთარ გეგმებზე.
მშვილდოსანი
მოერიდეთ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებთან შეხვედრას. იყავით მომართული დაწყებული საქმეების დასრულებაზე. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად ქალაქგარეთ გაატარეთ. მხოლოდ საკუთარ თავზე ნუ ხართ ორიენტირებული, მისი ინტერესებიც გაითვალისწინეთ.
თხის რქა
შეიძლება სრულიად განსხვავებულად შეხედოთ არსებულ მოვლენებს და მოაგვაროთ ის საქმეებიც კი, რომლებიც შეუსრულებელი გეჩვენებოდათ. ზოგიერთმა შეიძლება ყოფილ სასიყვარულო პარტნიორებთან გადაწყვიტოთ ურთიერთობის აღდგენა.
მერწყული
საინტერესო მოვლენებით დატვირთული კვირა დაგეწყოთ. წარმატება გელით და ბევრსაც მიაღწევთ, თუ მოინდომებთ. ახალგაცნობილთან შეიძლება რომანტიკა კი არა, მეგობრობა ან საერთო ინტერესები გაკავშირებდეთ.
თევზები
დაგეგმეთ მეგობრული და საქმიანი შეხვედრები. მოაგვარეთ ის საკითხები, რაც მოსვენებას გიკარგავთ. მარტივად გაუმკლავდებით რთულ ვალდებულებესაც კი. არ გაირთულოთ დამოკიდებულება ახლობლებთან.