მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი რამდენიმე დღის წინ გადაცემა „სთორის“ ესტუმრა და სხვა ყველა საკითხთან ერთად, თავის ყოფილ ქმარზე, კალათბურთელ ირაკლი კედიაზეც ისაუბრა.
ნანკამ აღნიშნა, რომ მისი შვილის მამასთან დღემდე არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს, თუმცა არ ესმის ისეთი ქალების, რომლებიც ურთიერთობებს ვერ ალაგებენ და რამდენჯერმე შორდებიან ან უბრუნდებიან პარტნიორს.
მსახიობის თქმით, ირაკლი კედია ყოველთვის მისი ყველაზე დიდი სიყვარული იქნება, რადგან მასთან პირადი ცხოვრების გარდა, შვილიც აკავშირებს და მაქსიმალურად შეეცდება, რომ მისი შვილის მამა იყოს ბედნიერი.
„ჩემი ოჯახის წევრია, სულ მისი ზურგი ვიქნები, ზუსტად ვიცი და სულ მენდომება, რომ დანის მამა იყოს ბედნიერი.“ - თქვა ნანკამ.
ნანკა და ირაკლი ერთმანეთს 2015 წელს დაშორდნენ. მას შემდეგ რამდენჯერმე გაჩნდა ჭორები მათი შერიგების შესახებ, თუმცა გადაცემაში მსახიობმა ყველა ასეთი ჭორი უარყო და განაცხადა, რომ კედიასთან შერიგებას აღარ აპირებს.
