როგორ მოვხარშოთ სწორად წიწიბურა - სასარგებლო რჩევები და უჩვეულო რეცეპტები - Marao

როგორ მოვხარშოთ სწორად წიწიბურა - სასარგებლო რჩევები და უჩვეულო რეცეპტები

2022-03-22 12:28:56+04:00


შაქარი და წიწიბურა დღეს ყველაზე პოპულარული პროდუქტია მსოფლიოში. ამ მარცვლეულზე მოთხოვნის მკვეთრ ზრდას ძალიან მარტივი ახსნა აქვს და ეს მსოფლიოში შექმნილი კრიზისული სიტუაციაა. ამის ფონზე, წიწიბურა ერთგვარი ფუფუნებაც კია, რადგან მისი შენახვა და მომზადება განსაკუთრებით მარტივია. გარდა ამისა, წიწიბურა დიეტების შეუცვლელი ნაწილიცაა.

წიწიბურა ისეთივე მნიშვნელოვანი პროდუქტია საშუალო ფენის მოსახლეობისთვის მთელ მსოფლიოში, როგორც ბრინჯი აზიელებისთვის.

წიწიბურას ფაფა დაბალკალორიულია, მაგრამ შეიცავს უამრავ რკინას, მაგნიუმს და B ვიტამინებს. წიწიბურას ფქვილში არ არის წებოვანა. ამიტომ წიწიბურას პურისთვის ხორბლის ფქვილს ასევე ურევენ წიწიბურას მარცვლის ფქვილსაც.

წიწიბურას მომზადება, ერთი შეხედვით, ძალიან მარტივია, თუმცა არსებობს მარტივი რჩევები, რომ ის უფრო გემრიელი გამოვიდეს. ამისთვის საჭიროა, რომ დაიცვათ პროპორცია 2/1, ანუ, თუ 1,5 ჭიქა მარცვლეულს იყენებთ, მაშინ სამი ჭიქა წყალი უნდა დაასხათ.

აიღეთ 1,5 ჭიქა წიწიბურა, ნახევარი შეკვრა კარაქი, მარილი (უფრო გემრიელი გამოდის ფაფა ვარდისფერი ჰიმალაის მარილით). გარეცხეთ მარცვლეული გამდინარე წყალში. სამი ჭიქა წყალი ჩაასხით ქვაბში და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ დაამატეთ მარილი გემოვნებით. წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე. გადაიტანეთ ქვაბში გარეცხილი წიწიბურა და დაამატეთ კარაქი. როცა შეამჩნევთ, რომ წყალი აორთქლდა, გადაიტანეთ ტაფაზე და დაახურეთ თავსახური. 7-10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ და თეფშშიც დაამატოთ კარაქი.

ზოგი დიასახლისი წიწიბურას ტაფაში გადატანის შემდეგ ხახვსა და ძეხვის ნაჭრებს უმატებს. ძეხვის ნაცვლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფრინველის ხორციც. ასე წიწიბურა უფრო ნოყიერი გამოვა.

კიდევ ერთი პოპულარული რეცეპტია წიწიბურა ფრინველის ღვიძლითა და როზმარინით. ასე თქვენ არა უბრალო მარცვლეულის, არამედ ფრანგულ არომატს მიიღებთ.

ფრანგები, სხვათა შორის, წიწიბურას "შავ ხორბლად" მიიჩნევენ. ალექსანდრე დიუმამ თავის "დიდ კულინარიულ ლექსიკონში" ჩაწერა შემდეგი: "წიწიბურა მოდის აზიიდან. სწორედ იქიდან შემოიტანეს აფრიკაში და მავრებმა ესპანეთის გავლით ევროპაში მიიტანეს". გასტრონომიული ენციკლოპედიის ინფორმაციით, მე-19 საუკუნის ბოლომდე ევროპაში წიწიბურა იყო მთავარი საკვები პროდუქტი. მსოფლიოში უამრავ ადამიანს უყვარს წიწიბურა. ასე რომ, თქვენ მარტო არ ხართ და დროა, საბავშვო ბაღის რეცეპტს მიღმა სხვა ექსპერიმენტებიც სცადოთ.

რატომ არ ჭამენ ევროპაში წიწიბურას?

ვარსკვლავების დიეტა მუცლის მოსაშორებლად

„მხოლოდ მწვანე წიწიბურაა ჯანსაღი!“ - წაიკითხეთ, რა არის და რით განსხვავდება ჩვეულებრივისგან