85 წლის სილვიო ბერლუსკონი 32 წლის პოლიტიკოსზე ქორწინდება - იტალიელი პოლიტიკოსის სკანდალებით სავსე ცხოვრება და პირადი ცხოვრება - Marao

85 წლის სილვიო ბერლუსკონი 32 წლის პოლიტიკოსზე ქორწინდება - იტალიელი პოლიტიკოსის სკანდალებით სავსე ცხოვრება და პირადი ცხოვრება

2022-03-22 12:54:35+04:00


იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, 85 წლის სილვიო ბერლუსკონი "სიმბოლურ ქორწილს" აღნიშნავს 32 წლის დეპუტატ საცოლესთან - მაგრამ წყვილს ჯერ კიდევ არ დაუკანონებია ქორწინება 5 მილიარდ დოლარად შეფასებული მემკვიდრეობის გამო.

მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ 85 წლის ბერლუსკონი მდიდრულ წვეულებას მართავს მარტა ფასკინასთან, მილანის ჩრდილოეთით.

ცერემონია გარეგნულად ძალიან ჰგავდა ქორწილს, თუმცა წყვილი მის დაკანონებას ვერ ახერხებს, რადგან სილვიოს გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მეუღლე მიიღებს მემკვიდრეობას 5 მილიარდის სახით, რასაც თავად სილვიოს შვილები ეწინააღმდეგებიან.

ცნობილია, რომ ბერლუსკონის ხუთი ზრდასრული შვილი აღშფოთებულია მამის განზრახვით, დაქორწინდეს ფასკინაზე.

სილვიომ ცერემონიას „სიყვარულის ფესტივალი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს დღე ოფიციალურად არაფერს ნიშნავს.

მან 2020 წელს გაწყვიტა ურთიერთობა ფრანჩესკა პასკალასთან, რადგან 34 წლის ფრანჩესკასთვის სილვიო ზედმეტად მოხუცი იყო.

იტალიური საინფორმაციო საიტის, ANSA-ს ცნობით, ფასკინა არის ლიტერატურის კურსდამთავრებული რომის საპიენცას უნივერსიტეტში და ის ძალიან ამაყობს 160 000-ზე მეტი გამომწერით "ინსტაგრამზე", სადაც ძირითადად აქვეყნებს პოლიტიკური შინაარსის პოსტებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბერლუსკონის გრძნობები შეყვარებულების მიმართ აშკარაა, 85 წლის მამაკაცი მეძავებთან რამდენიმე სექსუალური სკანდალის მსხვერპლია და მისი საქმე ჯერ კიდევ სასამართლოში განიხილება, არასრულწლოვანთა პროსტიტუციის საქმეში მოწმეების მოსყიდვის ბრალდებით.

ყოფილი პრემიერი ადრე ნასამართლევი იყო 6 მილიონი ფუნტის გადახდის გამო არასრულწლოვან მაროკოელ მეძავ კარიმა ელ მაჰრუგისთვის, მაგრამ მოგვიანებით ის უდანაშაულოდ ცნეს სააპელაციო სასამართლოში.

გავრცელებული ინფორმაციით, ელ მაჰრუგი იყო ბერლუსკონის ერთ-ერთი საყვარელი, რომელიც პოლიტიკოსის ვილაში გამართულ წვეულებას დაესწრო.

გარდა მისი ცუდი სექსუალური რეპუტაციისა, ბერლუსკონის 2013 წელს საგადასახადო თაღლითობისთვის დროებით აეკრძალა საჯარო თანამდებობა და მას ბრალი ედებოდა სახელმწიფო თანხის გაფლანგვის რამდენიმე საქმეში.

იგი ასევე ებრძოდა ჯანმრთელობის პრობლემებს ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში.

2006 წლის ბოლოს გადაიყვანეს საავადმყოფოში გულის მცირე პრობლემის გამო. 2007 წლის იანვარში გაიკეთა გულის ოპერაცია აშშ-ის საავადმყოფოში.

2016 წელს გაიკეთა გულის სერიოზული ოპერაცია და ასევე გადაურჩა პროსტატის კიბოს, რომელიც გამოვლინდა 2000 წელს.

იმ დროს მან თავისი კიბო აღწერა, როგორც "კოშმარი, რომელიც გრძელდება თვეების განმავლობაში", მაგრამ თქვა, რომ ბრძოლა კორონავირუსთან გასულ სექტემბერში იყო "ყველაზე საშიში გამოწვევა" მის ცხოვრებაში.

ბერლუსკონიმ სურვილის საწინააღმდეგოდ მოხსნა თავისი კანდიდატურა იტალიის სახელმწიფოს მეთაურად ჯანმრთელობის პრობლემების გამო.