მომღერალი ცისანა სეფიაშვილი ფარულ კონვერტს ესტუმრა და საკუთარ ცხოვრებასა და ურთიერთობებზე ისაუბრა.
გადაცემის მიწურულს ცისანა შეეხო მისთვის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე მოგონებას, როდესაც აღმოაჩინა, რომ ადამიანი, რომელზეც შეყვარებული იყო, ქალი აღმოჩნდა.
ცისანამ განმარტა, რომ ადრეულ წარსულში ურთიერთობა ჰქონდა ერთ ადამიანთან სოციალური ქსელის საშუალებით, თუმცა მისი ფოტოები ნანახი არ ჰქონდა.
„სადღაც 2 კვირის განმავლობაში მწერდა, როგორ ცხოვრობს, სად ცხოვრობს. ქალი ხარ და გაგექცევა ყურადღება. ეს იყო პიროვნება, რომელმაც ჩემი ოცნების ადამიანი წარმოაჩინა. ვიდეოზარით არ მენახებოდა. ისე მოხდა, რომ ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედიც გამომიგზავნა. ბოლოს ამიტანა შფოთვებმა და ვუთხარი, ან დამენახე, ან მორჩა ყველაფერი-მეთქი. გავთიშე ტელეფონი, დავბლოკე. ამ გარკვევა-გარკვევაში აღმოჩნდა, რომ ჩემი ოცნების კაცი იყო ქალი.“ - თქვა მომღერალმა.
