უკრაინული წარმოშობის მომღერალმა ვერა ბრეჟნევამ რუსეთი დატოვა. ქალი ამჟამად პოლონეთში იმყოფება და უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარება.
"ღამით ვოცნებობდი, რომ ეს ტანკები, აფეთქებები და დანგრეული სახლები სიზმარი ყოფილიყო, მაგრამ გამეღვიძა და უკრაინაში რეალობა კიდევ უფრო უარესია“, - თქვა მომღერალმა.
როგორც "ინსტაგრამზე" მომღერალმა აღნიშნა, ის პოლონეთში ქალიშვილთან ერთად ჩავიდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ ქალიშვილთან.
"ეს სამუშაო არ არის ანაზღაურებადი, მაგრამ დაღლილობის გარდა, ბევრი სარგებელი მოაქვს. ჩვენ, მთელი კაცობრიობა, გამოცდის წინაშე ვდგავართ. სხვადასხვა ფორმით მოხალისეობა ხშირად უმადური სამსახურია, მაგრამ ნუ ელოდებით მადლიერებას. ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ სხვაგვარად არ შემიძლია", - ამბობს ვარსკვლავი.
ვერა ბრეჟნევამ უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან დაგმო რუსეთის ხელისუფლების მოქმედება.
იხილეთ სრულად