ჟურნალისტი და სპორტსმენი ნანა ნებიერიძე ამბობს, რომ მიზეზი, რის გამოც ის არ ბერდება და სულ ფორმაშია, მისი შვილიშვილის, ალექსანდრეს დამსახურებაა.
ამის შესახებ მან გადაცემა „ლაბორატორიაში" ისაუბრა.
„მყავს უსაყვარლესი ერთი შვილიშვილი და ვგიჟდები. ალექსანდრე არის ჩემი ყველაფერი, რაც მთავარია, ჩემი სტიმული. დღეს ხშირად მეკითხებიან, რატომ არ ვბერდები. ალბათ, ახლა, ამ ასაკში, ეს უკვე ალექსანდრეს დამსახურებაა“ - თქვა ნანამ.
ნებიერიძე ერთ დროს პოლიტიკაში წასვლასაც აანონსებდა და "მასტერშეფის" პროექტშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა საზოგადოებას ის ყველაზე მეტად პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" დაამახსოვრდა.
