ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი დღეს იუბილარია. ის 33 წლის გახდა და ამ დღეს შვილთან, ანასტასიასთან, რჩეულთან, მორაგბე დავით კაჭარავასთან და მის შვილთან, დათუნასთან ერთად შეხვდა. ქეთიმ საყვარელ ადამიანებთან ერთად ფოტოები გადაიღო და სადღესასწაულო სანთლებიც ჩააქრო, კადრები კი გამომწერებს გაუზიარა:
დღეს ჩემი დაბადების დღეა! 33 წლის გავხდი. ყველაფრისთვის დიდ მადლობას ვუხდი ღმერთს, სამყაროს! ბედნიერი ვარ ყოველი დღით. მადლობა ჩემ გარშემო ნამდვილ ადამიანებს ადამიანობისთვის! დღეს სად გადავიხდი და როგორ ჩემს დაბადების დღეს, არანაირი მნიშვნელობა აქვს! მთავარია, ჯანმრთელად ვიყოთ ყველა და იყოს სიმშვიდე. მიყვარხართ და ვგრძნობ თქვენს სიყვარულს!" - წერს ქეთი ხატიაშვილი.