And Just Like That… Sex and the City-ს გაგრძელების პირველი სეზონი დასრულდა ეპიზოდით An American Girl in Paris, Part III, სადაც კერი ბრედშოუ ბრუნდება პარიზში, რათა გაფანტოს მისტერ ბიგის ფერფლი Pont des Arts-იდან. მიუხედავად სცენის ინტენსივობისა, შეუძლებელია ყურადღება Valentino-ს ფორთოხლისფერმა კაბამ არ მიიქციოს. განუმეორებელი სარა ჯესიკა პარკერი სეზონის ბოლო სცენაში სწორედ ამ სამოსით გამოჩნდა, რის შემდეგაც იტალიური სახლის მიერ შექმნილმა ამ კაბამ ძიების ყველა რეკორდი მოხსნა - +10585%.
კერი ბრედშოუს კაბებსა და პარტნიორებს ერთი პრინციპით ირჩევს - ორივე მათგანი იდეალურად უნდა ერგებოდეს. სხვა შემთხვევა არ განიხილება!
Valentino-ს 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან შერჩეული ფორთოხლისფერი კაბა მან ნამდვილად იდეალურად მოირგო.
კაბას, ულამაზესი მხრებითა და გრძელი შლეიფით, კიდევ უფრო ლამაზს ხდისვარდისფერი ხელთათმანი და ქერი ბრედშოუს ულამაზესი ვარცხნილობა.
ფოტოებმა, რომლებიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, მნახველთა გულები მალევე დაიპყრო და სტილის სიმბოლოდაც იქცა. სოციალურ ქსელში შეთანხმდნენ იმაზეც, რომ მსგავსი სამოსის ასეთი წარმატებით მორგება ყველას არ შეუძლია, განუმეორებელმა სარა ჯესიკა პარკერმა კი, თავისი გრაციოზულობითა და დახვეწილობით, შეძლო ფორთოხლისფერი კაბა საკულტო სამოსად ექცია. პარიზში, ხელოვნების ხიდზე გადაღებული ფოტოები კი დღემდე არ კარგავს აქტუალურობას.
მოამზადა კესო კვარაცხელიამ