„მე ჩემი შენახული მიმოწერები მიყვარს და მტკივა… უკიდეგანოდ მენატრება“ - ნინო შუბლაძე გარდაცვლილ დასთან მიმოწერას აქვეყნებს - Marao

„მე ჩემი შენახული მიმოწერები მიყვარს და მტკივა… უკიდეგანოდ მენატრება“ - ნინო შუბლაძე გარდაცვლილ დასთან მიმოწერას აქვეყნებს

2022-03-25 17:29:53+04:00


ჟურნალისტი ნინო შუბლაძე გარდაცვლილ დასთან მიმოწერას აქვეყნებს და რუსეთ-უკრაინის ომის შესახებაც საუბრობს.

„რამდენი განიცდის ახლა საყვარელი ადამიანების დაკარგვის ტკივილს… რამდენი მიმოწერა თუ ოჯახის წევრებისთვის გაგზავნილი მესიჯები ვნახეთ ამ უმძიმეს ერთ თვეში…. ღმერთო, დაიფარე უკრაინა!.. მე ჩემი შენახული მიმოწერები მიყვარს და მტკივა… უკიდეგანოდ მენატრება…“ - წერს ნინო.

ნინო შუბლაძე "რუსთავი 2“-ის გადაცემა "ექიმებში“ თავისი დის, სოფოს უკანასკნელ დღეებს იხსენებდა. ნინოს თქმით, მისი და კორონავირუსით მეორედაც დაინფიცირდა, რასაც ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო.

„პირველი 27 სექტემბერი მოდის უშენოდ სოფ… რა მძიმეა ეს ყველაფერი“ - ნინო შუბლაძე გარდაცვლილ დაზე წერს

"ამდენი ტკივილის და ცუდის მერე - ერთი კარგი ამბავიც მაქვს" - ნინო შუბლაძემ მეორედ იქორწინა