„ალბინა ჯანაბაევა და ვალერი მელაძე ახლა რთულ პერიოდს გადიან, ისინი მალე განქორწინდებიან“ - რუსული მედიის ცნობით, მელაძეს ომის დაგმობის გამო ცოლი შორდება - Marao

„ალბინა ჯანაბაევა და ვალერი მელაძე ახლა რთულ პერიოდს გადიან, ისინი მალე განქორწინდებიან“ - რუსული მედიის ცნობით, მელაძეს ომის დაგმობის გამო ცოლი შორდება

2022-03-28 10:46:14+04:00


მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთი შეიჭრა, რუსული მედია ყოველდღიურად ომის მიმდინარეობის გარდა, რომელსაც "სპეცოპერაციად" მოიხსენიებს, აქტიურად "აშავებს“ იმ ხელოვანებს, რომლებმაც პუტინს ომის შეწყვეტა მოსთხოვეს.

რუსებისთვის სათაყვანებელი ზოგიერთი ვარსკვლავი წამებში იქცა მტრად და ამ სიის პირველ სამეულში ალა პუგაჩოვა, ვალერი მელაძე და ვერა ბრეჟნევა არიან. ბოლო ინფორმაციით, ალა, რომელიც ქმართან და ორ შვილთან ერთად ისრაელში იმყოფება, ქვეყანას (ისრაელს) თავშესაფარს სთხოვს, რადგან ეშინია სამშობლოში დაბრუნების. თუმცა ამ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს და პრიმადონას ფაქტი თავად არ დაუდასტურებია.

რაც შეეხება ვალერი მელაძეს, მისი ყველა კონცერტი რუსეთში გადაიდო და უფრო მეტიც, ქვეყნის ტერიტორიაზე ცისფერი ეკრანებიდან გააქრეს. მედიაში წერენ, რომ ცნობილი ჰიტის, "Salute, Vera!"-ს ავტორმა გულშემატკივრები გაოცებული დატოვა და ძალიან გაანაწყენა. თუმცა აქვე აყვედრიან, რომ მელაძემ დიდი ფული სწორედ რუსეთში იშოვა და ის ფაქტი, რომ ახლა მდიდრულ სახლში მაგიდასთან ზის და რუს სამხედროებს აკრიტიკებს, მიუღებელია.

იხილეთ სრულად