უილ სმიტმა "ოსკარის" დაჯილდოებაზე სცენაზე კრის როკის სახეში ხელი დაარტყა. გაუგებრობა მოჰყვა დაჯილდოების ცერემონიის წამყვანის რეპლიკას, რომელმაც უილ სმიტის ცოლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იხუმრა. კრის როკიმ გაიხსენა 1997 წლის ფილმი GI JANE, რომელშიც მთავარ როლს დემი მური ასრულებს. დემი მურის პერსონაჟმა ჯარში წასვლა გადაწყვიტა და თმა გადაიპარსა. გამომდინარე იქიდან, რომ უილ სმიტის ცოლს, ჯედას ალოპეცია აქვს, მასაც მოუწია თმის გადაპარსვა. კრის როკიმ იხუმრა, რომ GI JANE- ის მეორე ნაწილში დიდი სიამოვნებით იხილავდა ჯედას. ჯედას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მას და მის ქმარს ეს ხუმრობა არ ესიამოვნათ. უილ სმიტი სცენაზე ავიდა და წამყვანს ფიზიკურად გაუსწორდა. შემდეგ კი ის უწმაწური სიტყვებით მოიხსენია და უყვირა, რომ მისი ცოლის სახელი აღარასდროს ეხსენებინა.
მოგვიანებით მან სცენაზე ბოდიში მოიხადა: „მინდა ბოდიში მოვუხადო აკადემიას. მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა ნომინანტს", - თქვა მან ცრემლიანი თვალებით მას შემდეგ, რაც საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში "ოსკარი" მიიღო. ჯილდო სმიტმა King Rochard-ში შესრულებული როლისთვის დაიმსახურა. ეს მისი კარიერის მანძილზე პირველი „ოსკარია“.

კომიკოსი ინციდენტის შემდეგ გაოგნებული ჩანდა, მაგრამ აუდიტორიას უთხრა: „ეს იყო საუკეთესო ღამე ტელევიზიის ისტორიაში". მოგვიანებით ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა Variety-ს განუცხადა, რომ როკიმ უარი თქვა საჩივრის დაწერაზე. კინემატოგრაფიის, ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიამ, რომელიც "ოსკარის" დაჯილდოების ორგანიზატორია, "ტვიტერზე" დაწერა, რომ არ ამართლებს რაიმე სახის ძალადობას.

კესო კვარაცხელია
ანი ბალავაძე