მიუხედავად იმისა, რომ კემბრიჯის ჰერცოგინიას, ქეით მიდლტონს, ჰყავს პირადი მზარეულების არმია, რათა მოამზადონ ის, რაც მას სურს, ამბობენ, რომ მას ეკრძალება გარკვეული საკვების მიღება.
ყოფილი სამეფო შეფის, დარენ მაკგრედის თქმით, კემბრიჯის ჰერცოგინიას სადილად კარტოფილის, ბრინჯის ან მაკარონის მირთმევის უფლება არ აქვს.
„არავითარი კარტოფილი, ბრინჯი ან მაკარონი სადილად“, - განუცხადა დარენმა გამოცემა The Telegraph-ს. ყოფილი შეფ-მზარეულის თქმით, ეს წესი შეიქმნა იმის გამო, რომ დედოფალს არ უყვარს ნახშირწყლები. ამიტომ მათ არასდროს მიირთმევენ სადილზე.
თუმცა სამეფო წყაროები ირწმუნებიან, რომ ქეითი მაკარონის დიდი მოყვარულია და შარშან, პრინცესა შარლოტას მეხუთე დაბადების დღის აღსანიშნავად, მაკარონი თავისი ხელითაც კი მოამზადა...გაგრძელება