„ეს არის ბედნიერება“ - ლევან ჯიბღაშვილისა და სალომე სულხანიშვილის ახალი ოჯახური კადრები - Marao

„ეს არის ბედნიერება“ - ლევან ჯიბღაშვილისა და სალომე სულხანიშვილის ოჯახური კადრები

2022-03-29 13:07:21+04:00

ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი წლების წინ პოპულარული ტელესახე იყო და მას სხვადასხვა გადაცემაშიც ხშირად იწვევდნენ, თუმცა ბოლო დროს ის არც საზოგადოების წინაშე ჩნდება და არც სოციალურ ქსელში აქტიურობს. ლევან ჯიბღაშვილი კამერების წინ საკუთარ პირად ცხოვრებაზე ყოველთვის საჯაროდ საუბრობდა. განხილვის საგანი გახდა მისი და ნინიკო ნაცარიშვილის ურთიერთობაც, რომელთან დაშორების შემდეგაც, მალევე, ლევანმა სალომე სულხანიშვილზე იქორწინა. სალომე სულხანიშვილი ცნობილი ბიზნესმენის, ფეფე სულხანიშვილის შვილია. საზოგადოებას ის ლევანმა საკუთარ დაბადების დღეზე გააცნო, რასაც შემდეგ გრანდიოზული ქორწილი მოჰყვა.

თავად სალომე და ლევანი სოციალურ ქსელში ერთად თითქმის არასდროს ჩნდებიან და არც ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებენ. ამის გამო ერთი წლის წინ გავრცელდა ჭორი, რომ ისინი დაშორდნენ, თუმცა წყვილი კვლავ ერთად ცხოვრობს და თავს ბედნიერად გრძნობს.

ცოტა ხნის წინ ბიზნესმენმა შვილებთან ერთად გადაღებული ვიდეო "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა.

ლევან ჯიბღაშვილისა და სალომე სულხანიშვილის ოჯახური იდილია - რატომ აღარ ჩნდება წყვილი სოციალურ ქსელში ერთად

"ჩემთვის მთელი ცხოვრება სიკეთისა და სიყვარულის მაგალითი იქნები" - ლევან ჯიბღაშვილი საყვარელ ადამიანს ემშვიდობება

ლევან ჯიბღაშვილი მეუღლესთან და შვილებთან ერთად ისვენებს - მილიონერის ახალი ფოტოები