ზამთრის დღესასწაულების შემდეგ ხშირად გვეუფლება უსიამოვნო განწყობა. განვიცდით ენერგიის ნაკლებობას და ზოგჯერ კანის პრობლემებიც იჩენს თავს. ამასთან, განსაკუთრებით გვინდება ზამთარში მომატებული კილოგრამებისგან გათავისუფლება, რომ ზაფხულში თხელი კაბებითა და საცურაო კოსტიუმით მოვიწონოთ თავი. სწორედ ამიტომ, გირჩევთ „საგაზაფხულო დიეტას“. ის მსუბუქი, უსაფრთხო და ძალიან ეფექტურია.
ჭამეთ ნელა და ყურადღებით
დიეტის მთავარი პრინციპია ხშირად და ნელა ჭამა. მიაქციეთ ყურადღება იმას, თუ როგორ ღეჭავთ საკვებს - აუჩქარებლად დაღეჭეთ ყოველი ლუკმა და კონცენტრირდით მხოლოდ ჭამაზე. თუ ნელა შეჭამთ, დანაყრებას მალევე იგრძნობთ. ულუფები უნდა იყოს მცირე, მაგრამ რეკომენდებულია დღეში ექვსჯერადი კვება. ამ სქემით არ შეგაწუხებთ შიმშილის შეგრძნება და ზედმეტი კილოგრამები არაჯანსაღ პროდუქტებზე უარის თქმის დამსახურებით გაქრება.
დიეტის პერიოდში ისეთი ბოსტნეული, როგორებიცაა: ბოლოკი, ჭარხალი, სტაფილო - გახეხეთ წვრილ სახეხზე. ნიახური, კამა, კიტრი, ხახვი და კომბოსტო დაჭერით თხელ ნაჭრებად, ისპანახი, წიწაკა და პომიდორი კი - სქელ ნაჭრებად. თუ ბოსტნეულს ასე დაჭრით, ორგანიზმი გაცილებით მეტ მინერალს და ვიტამინს შეითვისებს.
დაიცავით კალორაჟი
გაზაფხულის დიეტა შეიცავს საკმარისი რაოდენობით მინერალებსა და ვიტამინებს. მთავარია, კალორიების ბალანსი დაიცვათ და სწორად შეარჩიოთ პროდუქტები. ეს წესი განსაკუთრებით ხორცპროდუქტებს ეხება, რადგან მნიშვნელოვანია, რომ დიეტის დროს მხოლოდ დაბალკალორიული და ნაკლებცხიმიანი პროდუქტი მიირთვათ.
„საგაზაფხულო დიეტისთვის“ შევარჩიეთ „ნიკორას“ წარმოებული რამდენიმე ხორცპროდუქტი:
რაციონიდან უნდა გამორიცხოთ: ფენოვანი და საფუვრიანი ცომეული, ტკბილეული, ზედმეტად ცხიმიანი და დამარილებული საკვები, მწნილეული, ყურძენი და ალკოჰოლი. ნებადართულია: საქონლის ხორცი, ქათმის ფილე, დაბალკალორიული და ნაკლებცხიმიანი ხორცპროდუქტები (მოხარშული ძეხვეული და სოსისი), უცხიმო თევზი, კეფირი, ხაჭო და სხვა ფერმენტირებული რძის პროდუქტი, რომლებიც შეიცავს სასარგებლო ბიფიდობაქტერიებს. ასევე, მიირთვით ოსპი, ლობიო და ბარდა. უპირატესობა ენიჭება ყავისფერ ბრინჯს, წიწიბურას და სხვა მუქი ფერის ბურღულეულს, ასევე - ბოსტნეულსა და უშაქრო ხილს. სნექის სახით შეგიძლიათ მიირთვათ ჩირი. რაც შეეხება სასმელს, ნებადართულია მწვანე ჩაი, უშაქრო წვენები, კომპოტები და ყავა.
საგაზაფხულო დიეტის მენიუს მთავარი კერძი სალათაა, რომელიც მდიდარია ვიტამინებით (ბოსტნეულის დამსახურებით) და შეიცავს საკმარისი რაოდენობით ცილას, ნახშირწყლებს და ცხიმს (სწორად შერჩეული ხორცპროდუქტების დამსახურებით). ამასთან, არის დაბალკალორიული. სალათა შეგიძლიათ მოამზადოთ სასურველი ბოსტნეულის კომბინაციით. რაც შეეხება ხორცპროდუქტს, გირჩევთ, გამოიყენოთ ქათმის ან შაშხის ძეხვი, მისი დაბალი კალორიულობიდან და შემადგენლობიდან გამომდინარე. ასევე, სალათაში შეგიძლიათ ძეხვის ნაცვლად გამოიყენოთ მოხარშული სოსისი „მიუნხენური“, რომელიც მხოლოდ 160 კკალ-ს შეიცავს (100 გრამ პროდუქტზე).
საგაზაფხულო დიეტის მენიუს სქემა
ვარიანტი #2
ხემსი
სადილი
ვარიანტი #1
ვარიანტი #2
ხემსი
ვახშამი
ვარიანტი #1
ვარიანტი #2
ძილის წინ
დიეტის ხანგრძლივობა 2-3 კვირაა. თუ რეკომენდაციებს მკაცრად დაიცავთ, შეძლებთ მოიცილოთ 5-6 კგ. ერთი თვის შემდეგ „საგაზაფხულო დიეტა“ შეგიძლიათ კვლავ გაიმეოროთ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!