„დილის რუტინა და ჩემი ახალი სახლი დუბაიში“ - როგორ ცხოვრობს ნუცა ბუზალაძე (ვიდეო) - Marao

„დილის რუტინა და ჩემი ახალი სახლი დუბაიში“ - როგორ ცხოვრობს ნუცა ბუზალაძე (ვიდეო)

2022-03-31 11:49:14+04:00

მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. ის გამომწერებს ხშირად უზიარებს საკუთარ ყოველდღიურობას და სასარგებლო რჩევებსაც აძლევს.

მომღერალი ნუცა ბუზალაძე საკუთარი დაბადების დღისთვის დუბაიში გაემგზავრა. დუბაიმდე ნუცამ რამდენიმე თვე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარა.

„ის არ უყურებს და ოცნებობს, ის მუშაობს და ლოცულობს“ - დაწერა მომღერალმა სოციალურ ქსელში, დუბაის სასტუმროდან გამოქვეყნებულ ფოტოებზე.

ნუცა ამჯერად ახალ ვიდეოს დუბაიდან, საკუთარი სახლიდან აქვეყნებს და გამომწერებს თავის დღის რუტინას უზიარებს, სადაც ნაჩვენებია, როგორ იღვიძებს, ვარჯიშობს და კითხულობს.

„დილის რუტინა ჩემი ახალი სახლიდან დუბაიში, ოცნებები არ მოქმედებენ, სანამ თქვენ არ იმოქმედებთ.“ - წერს მომღერალი.