იზოუს ტომის მდედრობითი სქესის წევრები და რეგიონის სხვა მომთაბარე ქალები ცნობილები არიან სქელი და მბზინავი თმით, ამხელა სიგრძის თმის შენარჩუნების გასაღები ჩებეა, თმის მოვლის უძველესი რიტუალი, რომელსაც მათი წინაპრები ათასწლეულების განმავლობაში ინახავდნენ.
ჩადის გუერას რეგიონის კლდოვან მთებში, ადგილობრივი მცენარე ჟანგისფერი ყვავილის კვირტებით, სახელად croton gratissimus, ცნობილი როგორც Chébé, იზრდება. ადგილობრივები თებერვლიდან აპრილამდე იღებენ მის თესლს, შემდეგ აშრობენ მზეზე, ადუღებენ და წვავენ, სანამ ისინი აბრეშუმისებრ წვრილ ფხვნილად არ გადაიქცევიან. "ჩებეს ფხვნილი სამზარეულოს რეცეპტს ჰგავს", - ამბობს ღიმილით სალვა პეტერსენი, ჩადის გორანების ტომიდან.
გამოყენებამდე, მოსამზადებლად, ქალი აიღებს სამ თასს, ერთში ინახავს წყალს, მეორეში ჩებეს ფხვნილს, ხოლო მესამეში ზეთებისა და კარაქების ნაზავია, როგორც წესი, შის კარაქი და სეზამის ზეთი. შემდეგ, ის წაუსვამს ჩებეს ფხვნილს საყვარელი ადამიანის თმის ნაწილებს გულუხვად, თმის ძირებიდან ბოლოებამდე. როგორც ტომის წევრები აღნიშნავენ, ჩებეს რიტუალი საკმაოდ გრძელი და შრომატევადი პროცესია, მის შესასრულებლად მინიმუმ ერთი დღე არის საჭირო.
ჩებე პირველად ათას წელზე მეტი ხნის წინ ფიქსირდება პეტროგლიფებისა და კლდის ხელოვნების ნახატების საშუალებით, რომლებიც ნაპოვნია საჰარაში და ქვიშა-ქვის მწვერვალებზე. როგორც წესი, რიტუალი კვირაში რამდენჯერმე ტარდება, ადგილობრივები უსმენენ მუსიკას და დროს ერთმანეთთან საუბარში ატარებენ.
„ჩებე წარმოადგენს აფრიკული სილამაზის სულს,“ - ამბობს ნსიბენტუმი, კონგოელი ადგილობრივი, რომელმაც თავისი ცხოვრება მიუძღვნა სურვილს, შეესწავლა ყველაფერი კონტინენტის სხვადასხვა უძველესი სილამაზის რიტუალების შესახებ. "სილამაზე არის ჰარმონიაში ყოფნა ყველაფერთან, რაც ჩვენს გარშემოა და ყველაფერი რაც ჩვენშია", - ამბობს ნსიბენტუმი. ის ხაზს უსვამს, რომ თმის მოვლის მოქმედებები, როგორიცაა ჩებე, განსაკუთრებით ძვირფასია. "ეს არის გაზიარების, ცოდნისა და კულტურის გადაცემის ინტენსიური მომენტი", - ამბობს ნსიბენტუმი. „ეს არის ბუნების ურთიერთობისა და ტრანსფორმაციის პრივილეგირებული მომენტები, კოსმეტიკური მიზნებისთვის ან საკუთარი თავის შიგნიდან გამოკვების მიზნით“. ოჯახის წევრებს შორის ეს ჩვეულებრივი შეკრება უზრუნველყოფს მათი მრავალსაუკუნოვანი რეცეპტებისა და რიტუალების შენარჩუნებას და ახალი თაობებისთვის გადაცემას.
ურბანიზაციასთან და გლობალიზაციასთან ერთად ჩადის მდიდარი ტრადიციები, რომელთაგან ბევრი დაფუძნებულია ზეპირ გადმოცემებზე, ამიტომ ტომები მცირდება, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობებში.
პეტერსენმა თავისი ბიზნესიც კი ჩამოაყალიბა, რომელიც ჩებეს კრემების მსოფლიოს ირგვლივ გავრცელებასა და გაყიდვას უწყობს ხელს. ბიზნესის სტრუქტურირებასთან ერთად, მან პრიორიტეტად მიიჩნია მდგრადობა: ყველა ინგრედიენტი მიიღება სამართლიანი ვაჭრობის პრინციპით, ანუ პეტერსენი ყიდულობს ჩებეს ადგილობრივებისგან, ხოლო საბოლოო პროდუქტები შეფუთულია გადამუშავებადი მასალების გამოყენებით და ტრანსპორტირდება მწვანე, უსაფრთხო ელექტროენერგიით, რაც ეკოლოგიურ საკითხებზეც დადებითად მოქმედებს.
ადგილობრივი ქალების მხარდასაჭერად, პეტერსენი ქმნის სამუშაო ადგილებს და უხდის ადგილობრივ ქალებს, რომლებიც მუშაობენ მის ჩებეს სახელოსნოში, სადაც ჩებეს თესლებს აშრობენ და წმენდენ, სანაცვლოდ აქვთ ხელფასი, რომელიც სამჯერ აღემატება საშუალო, ადგილობრივ ხელფასს. გაყიდვების 2%-ს კი პიტერსენი რიცხავს აფრიკაში ქალების მხარდასაჭერად.
„ჩებე იშვიათი მცენარეა, რომელიც იზრდება მხოლოდ მსოფლიოს ერთ კონკრეტულ რეგიონში და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ და ვიზრუნოთ მასზე, დავაბალანსოთ მასშტაბები,“ - ამბობს პიტერსენი.
ჩებეს რიტუალის დროს, ხანდაზმული ქალები უსვამენ მცენარისგან დამზადებულ ნარევებს ახალგაზრდა გოგონების თმებზე, ბევრს საუბრობენ და მიირთმევენ მწვანე ჩაის.
პიტერსენი ამბობს, რომ პატარა ნაწნავები თმის ხაზის გასწვრივ, რომლებიც ზოგჯერ სამკაულებით არის მორთული. ისინი შექმნილია კიდეების კონტროლისთვის და სისუფთავის შესანარჩუნებლად. ისინი ასევე შეიძლება იყოს სიმბოლური. "ორი ნაწნავი შუაში არის დაქორწინებული ქალებისთვის", - განმარტავს პეტერსენი.
კლიმატის ცვლილებთან ერთად, ჩადის გაშლილ დაბლობებსა და დიდებულ მთიანეთებს საფრთხე ემუქრება. კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC) უახლესი ანგარიშის მიხედვით, ექსპერტები ამბობენ, რომ აფრიკა, მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებელია ნახშირორჟანგის გლობალური გამონაბოლქვის მხოლოდ სამ პროცენტზე, ყველაზე მეტად დაზარალდება გლობალური დათბობით ტემპერატურის მატებით და უფრო ძლიერი გვალვებით. „კლიმატის ცვლილება ძალიან იგრძნობა ჩადში – საჰარის უდაბნო სულ უფრო და უფრო ახლოვდება და ჩადის ტბა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, მოცულობით შემცირდა. ის არ გაშრება წყლის ზედმეტი რაოდენობით მოხმარების გამო, ეს არის გლობალური დათბობის შედეგი. ძალიან სამწუხაროა, რადგან მომთაბარეები არიან იმის მსხვერპლნი, რაც მათ არ გამოუწვევიათ. მათი ცხოვრების წესი არ იწვევს დაბინძურებას. Chebé - დამზადებული ბუნებრივი მასალებისგან, რომლებიც ბიოდეგრადირდებიან მათი გამოყენების შემდეგ.
რა არის ტრადიციული უკრაინული „ვიშივანკა“ და როგორია მისი ისტორია? - უკრაინული კულტურა და ტრადიციები