50 წლის ჩალის სმიტი საკუთარ ქალიშვილს, 24 წლის მუნოზს ეხმარება, გახდეს დედა. უჩვეულო ისტორიის გმირები ამ ამბის შესახებ Daily Mail-ს ესაუბრნენ.
24 წლის მუნოზმა ცოტა ხნის წინ შეიტყო, რომ მას დაორსულება და შვილის გაჩენა არ შეეძლო. მას აუტოიმუნური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. დიაგნოზი მიხედვით, მას შემდეგ, რაც ის დაორსულდება, მისი იმუნური სისტემა გაანადგურებს ნაყოფს და არ მისცემს მას განვითარების საშუალებას. ამის გამო მუნოზი უნაყოფოდ მიიჩნევა.
„მე ექიმებმა მითხრეს, რომ ბავშვის გაჩენა ჩემთვის უსაფრთხო არ იქნებოდა. ამ ამბავმა მთლიანად გამანადგურა, რადგან ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ გავმხდარიყავი დედა და მყოლოდა ბევრი შვილი“ - თქვა მან.
მუნოზი 30 კვირის ორსული იყო, როცა პრობლემები დაეწყო და ეს დიაგნოზი დაუსვეს. მან მკურნალობის სპეციალური კურსი გაიარა, რის შედეგადაც მიიღო 4 ემბრიონი და ერთი წარმატებული იმპლანტაცია საშვილოსნოში. მუნოზისთვის შვილის გაჩენა მისმა დედამ იკისრა. „დიდხანს ვფიქრობდი ამაზე, თუმცა მივიღე ეს ემოციური გადაწყვეტილება, რომ გავმხდარიყავი სუროგატი საკუთარი შვილისთვის. მჯერა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა“ - თქვა მან.
მუნოზმა ინტერვიუში თქვა, რომ სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, დარწმუნებული იყო, რომ დედამისი წარმატებით შეძლებდა, გამხდარიყო სუროგატი. მუნოზის დედამ მანამდე 8 შვილი ყოველგვარი გართულების გარეშე გააჩინა. დედის შეთავაზება, რომ გამხდარიყო მისი სუროგატი, მუნოზისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. „დედა ყოველთვის მხარს მიჭერდა და ამ ოცნების ასრულებაშიც მეხმარება“ - თქვა მან.
ამ უჩვეულო ამბით ბავშვის მამაც აღფრთოვანებულია. ის ამბობს, რომ ეს ნამდვილად კეთილშობილური საქციელია და ბედნიერია, რომ საკუთარ შვილთან თამაშს თავად შეძლებს.