სერიალების მოყვარულები ამ ულამაზეს წყვილს დიდხანს გულშემატკივრობდნენ. სერიალ "ფენიქსის" ვარსკვლავები - ჯერენ ილმაზი და ალფ ნავრუზი, შეყვარებულ წყვილს განასახიერებენ, თუმცა რა ხდება სინამდვილეში?
30 წლის ჯერენ ილმაზი თურქეთის ქალაქ სამსუნიდანაა. ორი უფროსი და ჰყავს, რომელთაგან ერთი ინჟინერია, მეორე - პოლიციელი. თავად ბავშვობიდან თეატრითა და კინოთია გატაცებული, 7 წლიდან სწავლობდა თეატრალურ სტუდიაში. 2012 წელს "მის თურქეთის" ტიტულის მოპოვებას ცდილობდა, თუმცა პირველი ადგილი ვერ დაიკავა.
უმაღლესი განათლება გამომსახველობითი ხელოვნებისა და სცენური დიზაინის ფაკულტეტზე მიიღო.
კინოში დებიუტი 2013 წელს ჰქონდა, მერე კი რამდენიმე წარმატებულ პროექტში მიიღო მონაწილეობა. მათ შორის, "ფენიქსში", რომელმაც განსაკუთრებული წარმატება მოუტანა.
როგორც თავად ჰყვება, ამ გმირის განსახიერებისთვის მზადებისას ბევრი ცრემლი დაღვარა. ამბობს, რომ მსგავსი ბედის ღარიბ, პატიოსან გოგონას თავადაც იცნობდა. "მასაც მსგავსი ამბავი შეემთხვა. ძალიან მძიმე ცხოვრება აქვს. მას მოვუსმინე, მის ბავშვობაზე გავიგე ამბები, თუ რას გრძნობდა, რას განიცდიდა და საათობით ვტიროდი მასთან ერთად, ისე, რომ არც ველოდი... ეს უცნაური გამოცდილება იყო ჩემთვის".
ცოტა ხნის წინ ჯერენმა კორონავირუსი გადაიტანა და როგორც ამბობს, საკმაოდ რთულად, შემდეგ კი თავის ტკივილები დასჩემდა, რომელსაც დღესაც ებრძვის.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ჯერენმა ჯერჯერობით ვერ იპოვა ის ადამიანი, რომელსაც ეძებს. პრესა სხვადასხვა პარტნიორთან "აწყვილებდა", მათ შორის, ალფთანაც, თუმცა თავად ამბობს, რომ ისინი უბრალოდ კარგი მეგობრები არიან.
იხილეთ სრულად