რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ მოდელი ლიკა ქორქია დაოჯახდა, მისი ქმარი კი "აწარმოე საქართველოს" დირექტორი მიხეილ ხიდურელი გახდა. ლიკა ქორქია, რომელიც წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობდა მედიასთან, დაოჯახებას თვეების მანძილზე მალავდა. უფრო მეტიც, დღემდე თავს იკავებს ახალ ოჯახსა და შეცვლილ ცხოვრებაზე საუბრისგან.
მიხეილ ხიდურელი აღნიშნულ თანამდებობას 4 წელია, რაც იკავებს. მაშინდელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თანამდებობაზე წარდგენისას განაცხადა, რომ ხიდურელი კონკურსის წესით შეარჩიეს. მიხეილ ხიდურელს განათლება ლონდონში აქვს მიღებული. ლონდონსა და ნიუ-დოჰაში SHARD-ის ცათამბჯენის პროექტის მენეჯერი გახლდათ.
1990 წელს დაბადებული ხიდურელი თბილისში სასურველი სასიძო გახლდათ, თუმცა დაოჯახებას არ ჩქარობდა. ოჯახის ახლობელი გვიყვება, რომ ხიდურელის დედა თბილისის ერთ-ერთი ძვირად ღირებული კერძო სკოლის პედაგოგია და მისთვის ყოველთვის პრიორიტეტი იყო შვილების სწავლა-განათლება.
იხილეთ სრულად