დიანა ღურწკაიას და სტას მიხაილოვს რუსეთის სახალხო არტისტების წოდება მიანიჭეს. ვლადიმერ პუტინის შესაბამისი ბრძანებულება რუსეთის ფედერაციის იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პირტალზე პირველ აპრილს გამოქვეყნდა. ბრძანებულებაში აღნიშნულია, რომ მათ ეს წოდება "პოპ-არტის განვითარებაში შეტანილი დიდი დამსახურებისთვის“ მიენიჭათ.
რუსული ვებგვერდი rbc.ru ღურწკაიას მცირე ბიოგრაფიასაც აქვეყნებს:
"დიანა ღურწკაია 1978 წლის 2 ივლისს აფხაზეთის ქალაქ სოხუმში დაიბადა. მომღერალმა კარიერის განმავლობაში 10 ალბომი გამოუშვა. 2005 წელს მომღერალმა საქველმოქმედო ფონდი შექმნა, რომელსაც დღემდე მართავს.
იხილეთ სრულად