პასკა რიტუალური დესერტია, რომელსაც მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს აღდგომის სადღესასწაულო სუფრაზე. პასკის კონუსის ფორმა ქრისტიანებისთვის წმინდა მთას - გოლგოთას განასახიერებს. სწორედ ამ მთაზე აღესრულა იესო ქრისტე მოწამებრივად.
თეთრი ხაჭო მიწის სიმბოლოა საიქიო ცხოვრებაში: - „იქ, სადაც მოედინება რძე და თაფლი“. ხაჭოს პასკის უამრავი რეცეპტი არსებობს. ტრადიციული რეცეპტი ყველასთვის ნაცნობია. აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, „ნიკორას“ შვილობილი კომპანია - „დღის პროდუქტები“, გემრიელი ხაჭოს პასკის უჩვეულო რეცეპტებს გვიზიარებს. „დღის პროდუქტებს“ ქართველი მომხმარებელი კარგად იცნობს. რძის პროდუქტებს კომპანია 2003 წლიდან აწარმოებს. ბრენდის მთავარი ფასეულობა დაფუძნებულია ჯანმრთელი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც პროდუქციის მაღალ ხარისხს განაპირობებს, ეს არის საუკეთესო ნედლეული, რომელსაც ბრენდი მსოფლიოს წამყვან კომპანიებიდან იღებს.
ქვემოთ წარმოდგენილ რეცეპტებში გამოყენებულია შემდეგი „დღის პროდუქტები“ :
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
1. ათქვიფეთ მიქსერით ხაჭო, კვერცხის გულები, შაქარი და დარბილებული კარაქი. მასა მოათავსეთ ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე. გამუდმებით ურიეთ პირველი ბუშტუკების გაჩენამდე. არ აადუღოთ!
2. როდესაც გაგრილდება, გაატარეთ ბლენდერში.
3. მასა დაყავით 3 ნაწილად. ყოველი მომდევნო ნაწილი წინაზე ნაკლები უნდა იყოს. ყველაზე პატარას დაუმატეთ დამდნარი თეთრი შოკოლადი, საშუალოს - რძიანი, ხოლო დიდ მასას - შავი. სამივე მასა გააცივეთ მაცივარში.
4. ცივი ნაღები გათქვიფეთ მიქსერით. შეურიეთ სამივე გაცივებულ მასას და კარგად აურიეთ. პასკის ფორმაში ჩააფინეთ მარლა. ჩადეთ ჯერ თეთრშოკოლადიანი ნაწილი, შემდეგ - რძიანი და ბოლოს - ყველაზე მუქი. დაადეთ სიმძიმე და შეინახეთ მაცივარში მინიმუმ 12 სთ-ის განმავლობაში.
ინგრედიენტები:
1. გადაიტანეთ ალუბალი ქვაბში, მოაყარეთ შაქარი და დადგით ნელ ცეცხლზე. ურიეთ, მიიყვანეთ სიროფი ადუღებამდე. დაუკელით ცეცხლს და ხარშეთ 7-10 წთ, შესქელებამდე.
2. გადადგით ქვაბი და გააცივეთ. ათქვიფეთ მიქსერით ხაჭო და დარბილებული კარაქი. დაუმატეთ გაცივებული ალუბალი და კიდევ ერთხელ დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
3. სურვილისამებრ, დაუმატეთ ცუკატები ან ქიშმიში და თხილი. მასა გადაიტანეთ ფორმაში და მოათავსეთ მაცივარში, წნეხის ქვეშ.
ინგრედიენტები:
1. ღრმა ჯამში შეურიეთ ხაჭო და არაჟანი. ათქვიფეთ ბლენდერით. მასა უნდა გახდეს ერთგვაროვანი.
2. დაადნეთ ნაღების კარაქი, ჩაასხით ხაჭოს მასაში და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ.
3. დაუმატეთ მოხარშული შესქელებული რძე და ბოლოჯერ ათქვიფეთ.
4. ბოლოს შეურიეთ გახეხილი შოკოლადი ან შოკოლადის ღილები და ნაზად ამოურიეთ საკონდიტრო სილიკონის ნიჩბით (ან კოვზით).
5. ფორმაში ჩააფინეთ მარლა და გადაიტანეთ მასა. შემოუკეცეთ მარლა და დაადეთ სიმძიმე. შედგით მაცივარში 12 სთ. დროდადრო გადააქციეთ შრატი თეფშიდან.
6. პასკის ფორმა ამოაბრუნეთ თეფშზე, ნაზად გამოიღეთ მზა პასკა და შემოაცალეთ მარლა. მორთეთ სურვილისამებრ, თხილით, ცუკატებით, ქიშმიშით ან შოკოლადით. გემრიელად მიირთვით!
ამ 3 რეცეპტიდან რომელი მოგეწონათ ყველაზე მეტად?