"უსაყვარლესი ალისა და უმაგრესი სოფო" - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში სოფო ნიჟარაძისა და ელის-მარია სააკაშვილის ფოტოს აქვეყნებს - Marao

"უსაყვარლესი ალისა და უმაგრესი სოფო" - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში სოფო ნიჟარაძისა და ელის-მარია სააკაშვილის ფოტოს აქვეყნებს

2022-04-12 10:03:19+04:00


სულ ცოტა ხნის წინ სოფო ნიჯარაძემ შვილთან, ელის-მარიასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და, როგორც ყოველთვის, მეგობრებისა და გამომწერებისგან უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა. ახლა კი დედა-შვილის ფოტოს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი აქვეყნებს: "უსაყვარლესი ალისა და უმაგრესი სოფო" - წერს ის.

შეგახსენებთ, სააკაშვილმა მესამე შვილი საზოგადოებას ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე გააცნო.

ელის-მარია სააკაშვილი სოფო ნიჟარაძეს 2020 წლის ივნისში ამერიკაში შეეძინა. სოფოს თან ახლდა დედა, რომელიც შვილის გაზრდაში ეხმარებოდა. ელის-მარია სააკაშვილთან ერთად მომღერალმა წელიწადზე მეტხანს იცხოვრა ამერიკაში, საქართველოში კი მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ დაბრუნდა.