"ბედნიერებას ასხივებთ, საოცარი ოჯახი..." - ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე ულამაზეს კადრებს ბრაზილიიდან აქვეყნებენ - Marao

"ბედნიერებას ასხივებთ, საოცარი ოჯახი..." - ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე ულამაზეს კადრებს ბრაზილიიდან აქვეყნებენ

2022-04-13 20:57:53+04:00


ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის წყვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი სხვადასხვა შინაარსის ვიდეოებს „ინსტაგრამსა“ და“ტიკ-ტოკზე“ ხშირად აზიარებენ და გამომწერებისგან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იღებენ. განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს ნანუკასა და ბერას შვილი ბერუკა ივანიშვილი.

ცოტა ხნის წინ წყვილი ფოტოებსა და ვიდეოებს კორეიდან აქვეყნებდა, ამჯერად კი ისინი ულამაზეს კადრებს გამომწერებს ბრაზილიიდან უზიარებენ: "ბედნიერებას ასხივებთ", "საოცარი ოჯახი", "გულს უხარია თქვენი ყურება" - წერენ კომენტარებში.