სოციალური ქსელის, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამის“ მომხმარებლები, ბათუმელ ფოტომოდელს, მარიამ შუკაკიძეს უკვე კარგად იცნობენ. მარიამს „ინსტაგრამზე“ 700 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს და მისი ფოტოები ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იწვევს.
მარიამმა სოციალურ ქსელში საკუთარი სახლის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც, როგორც ჩანს, ზედა სართულიდან ძლიერი ზემოქმედების გამო ჭაღი არის ჩამოვარდნილი.
„ერთი საათით გავედით გარეთ, სახლში დაბრუნებისას ეს საშინელება დაგვხვდა. მადლობა ღმერთს, ბავშვებს არაფერი დაუშავდათ. ეს რომ დასცემოდათ, დასახიჩრდებოდნენ ან უარესი რამ მოხდებოდა.
მოუფრთხილდით ერთმანეთს და მოერიდეთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ავი თვალი და ბოროტი ენერგეტიკა აქვთ“, - წერს მარიამ შუკაკიძე.
