„უძილო ღამეებისა და მღელვარების ერთი წელი, უსაზღვრო ბედნიერების ერთი წელი!“ - ვალერი მელაძე უმცროსი ქალიშვილის პირველ ფოტოებს აქვეყნებს - Marao

„უძილო ღამეებისა და მღელვარების ერთი წელი, უსაზღვრო ბედნიერების ერთი წელი!“ - ვალერი მელაძე უმცროსი ქალიშვილის პირველ ფოტოებს აქვეყნებს

2022-04-14 11:45:44+04:00


მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთი შეიჭრა, რუსული მედია ყოველდღიურად, ომის მიმდინარეობის გარდა, რომელსაც "სპეცოპერაციად" მოიხსენიებს, აქტიურად "აშავებს“ იმ ხელოვანებს, რომლებმაც პუტინს ომის შეწყვეტა მოსთხოვეს. რუსებისთვის სათაყვანებელი ზოგიერთი ვარსკვლავი წამებში იქცა მტრად და ამ სიის პირველ სამეულში ალა პუგაჩოვა, ვალერი მელაძე და ვერა ბრეჟნევა არიან.

ვალერი მელაძე ომის დაწყების დღიდან აქიურად უჭერს მხარს უკრაინას და ომის წინააღმდეგ არაერთი განცხადებაც გააკეთა, თუმცა ამჯერად ყურადღება მისმა ერთი წლის შვილმა აგათამ მიიპყრო, რომელიც მშობლებმა საზოგადოებას პირველად წარუდგინეს:

„დღეს ჩვენი ქალიშვილი აგათა ერთი წლის გახდა. უძილო ღამეებისა და მღელვარების ერთი წელი, უსაზღვრო ბედნიერების ერთი წელი!

ჩვენთვის ეს კიდევ ერთი წელია ჩვენი აფორიაქებული ცხოვრების, ბავშვისთვის კი - ეს მთელი ცხოვრებაა!“, -  წერს მელაძე.

ვალერი მელაძეს რუსეთში უკვე უწოდეს ესტრადის ყველაზე მრავალშვილიანი მამა. ცოტა ხნის წინ ის მეექვსე შვილის მამა გახდა. პირველი ქორწინებიდან სამი ქალიშვილის, მეორე ქორწინებიდან ორი ვაჟის შემდეგ ვალერი მელაძეს კიდევ ერთი ქალიშვილი შეეძინა.