თბილისის მერი კახი კალაძე დიზაინერ ანუკი არეშიძეზე წლების წინ დაქორწინდა და მას შემდეგ წყვილი დიდი პოპულარობით სარგებლობს. კახის და ანუკის ოთხი შვილი ჰყავთ და მათთან ერთად გადაღებულ კადრებს ხშირად უზიარებენ გამომწერებს.
ამჯერად კალაძემ კახაბერთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ის შვილთან ერთად ქუჩაში სეირნობს.
„საუკეთესო მამა-შვილი“, „მსიამოვნებს თქვენი ყურება“, „დედას უფრო ჰგავს“, - წერენ კომენტარებში.