ბაბი კირკიტაძე შეცვლილი თმის სტილით ახალ ფოტოებს აქვეყნებს - Marao

ბაბი კირკიტაძე შეცვლილი თმის სტილით ახალ ფოტოებს აქვეყნებს

2022-04-15 11:35:49+04:00


მომღერალი და ტელეწამყვანი ბაბი კირკიტაძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ხალხისთვის საყვარელი სახეა. თავისი ენერგიულობის, ნიჭისა და ვიზუალის გამო ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

ბაბი შეცვლილ იმიჯსა და სილამაზის რჩევებს თავის გამომწერებს ყოველდღიურად უზიარებს.

ცოტა ხნის წინ მან ტუჩის კორექცია გაიკეთა და სიახლის გულშემატკივრებისთვის გაზიარებაც არ დავიწყებია.

„დღეს გადასარევი დღე მაქვს. სულ მინდოდა ტუჩის კორექცია, მაგრამ მეშინოდა. როგორც იქნა, გავბედე“ - წერდა მომღერალი.

ბოლოს მან იმიჯის განახლება თმის ფერის შეცვლით გადაწყვიტა და ახალი ფოტოები "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა. ახლა კი შეცვლილი თმის სტილით ახალ ფოტოებს ავრცელებს.

"რა ლამაზი გოგო ყოფილა..." - ბაბი კირკიტაძის უცნობი ფოტოები

„ერთი ამბავი უნდა გაგიმხილოთ, რასაც გიმალავდით, არ გეუბნებოდით...“ - ბაბი კირკიტაძე ვიდეოს აქვეყნებს

„ვაუ, მერლინ მონრო!“ - ბაბი კირკიტაძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს