სკანდალური "სთორის" გაგრძელება - რას წერს რუსული მედია ნინო ნინიძის ყოფილ საქმროზე? - Marao

სკანდალური "სთორის" გაგრძელება - რას წერს რუსული მედია ნინო ნინიძის ყოფილ საქმროზე?

2022-04-17 08:17:11+04:00


თუ ვინმემ ჯერ კიდევ არ იცის, სად გაუჩინარდა ცნობილი რუსი მსახიობი მაქსიმ ვიტორგანი, მაშინ გეტყვით, რომ მასთან ყველაფერი კარგადაა და ის, ისევე როგორც მისი ყოფილი ცოლი ქსენია სობჩაკი, ისტორიულ სამშობლოში ისრაელში წავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს, რადგან ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში წერდნენ, რომ პოპულარულმა ვიტორგანმა რუსეთი დატოვა.

ქართული მედიის ყურადღება მამაკაცის გაუჩინარებამ მხოლოდ ერთი მიზეზის გამო მიიქცია, ის ქსენია სობჩაკის ყოფილი ქმარი და რუსეთში მოღვაწე ქართველი მსახიობის, ნინო ნინიძის საქმრო გახლდათ.

მაქს ვიტორგანი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მამაკაცია. რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომი "ინსტარგამზე" მხოლოდ ერთი სიტყვით შეაფასა. "სირცხვილი" - დაწერა და ქვეყანა დატოვა.

ის თვეზე მეტხანს იყო გაუჩინარებული, ბოლოს კი ორი დღის წინ ისრაელში გადაიღეს, როდესაც შვილებთან პოლინასთან და დანიელთან ერთად თელავივის ერთ-ერთ ცნობილ კაფეში იჯდა. რუსული მედია წერს, რომ კაფეს "მოხუცი და ზღვა" ანტისემიტი მფლობელი ჰყავს, რომელიც არაბ ტერორისტებს აფინანსებს. მედიაში იმედოვნებენ, რომ მაქსიმმა ეს ფაქტი უბრალოდ არ იცოდა.

იხილეთ სრულად